გორის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიაა.
საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი სასწავლო წლისთვის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს ეძებენ.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ სკოლების და საგნების ჩამონათვალს, რომლებშიც ვაკანსიებია გამოცხადებული:
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პოზიცია;
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლა – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლა – ფიზიკური აღზრდა და სპორტი;
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა – მუსიკა;
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის №1 საჯარო სკოლა – ფიზიკური აღზრდა და სპორტი;
ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლა – სპეციალური მასწავლებელი.
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.