გორის საკრებულოში შესვლა ამ ეტაპზე 12 პარტიას სურს

504

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იმ პატიათა ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომლებმაც ამ დრომდე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაოთქვეს. ცესკოში პარტიული სიები გორიდან 12-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები მათი საარჩევნო ნომრების მიხედვით ასე გამოიყურება.

  • № 1 „მესამე ძალა“
  • № 2 „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“
  • № 3 „ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“
  • № 5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  • № 8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  • № 9 „ლელო“
  • № 10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  • № 25 გახარია – საქართველოსთვის
  • № 36 „გირჩი“
  • № 37 თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)
  • № 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
  • № 45 „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“

ინფორმაციისთვის, ცვლილებების მიხედვით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 წევრი ეყოლება, აქედან 12 მაჟორიტარული წესით არჩეული.