მესტია „მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალს“ უმასპინძლებს. ღონისძიება 15-19 სექტემბერს, მესტიის კულტურისა და ხელოვნების სახლში გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორებმა 2 400-ზე მეტი ფილმი მიიღეს, რომელთაგანაც 30 მოკლემეტრაჟიანი და 8 მთის თემატიკის ფილმია შერჩეული.
ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: ზვიად დოლიძე, ემილის ველივისი, ბარბარა გასერი და ნანა ჯორჯაძე.