მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სასულიერო პირების და მრევლის გამასპინძლება 2 524 ლარი დაუჯდა. როგორც მერიის გამარტივებულ შესყიდვის მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, სუფრაზე საკრებულოს მაჟორიტარი წევრებიც იმყოფებოდნენ.
“მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასულიერო პირების (როგორც მართლმადიდებელი, ასევე მუსლიმანური) და მრევლის ერთობლივი შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან. დაგეგმილია სადილი, რისთვისაც გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს გამოყოს თანხა ზემოაღნიშნული ღონისძიების სადილის მომსახურეობისათვის“ – წერია მოხსებებით ბარათში.
დოკუმენტში დაკონკრეტებული არაა თუ რამდენი ადამიანზე გაიშალა სუფრა.
მარნეულის მერიამ ხელშეკრულება ინდმეწარმე ვლადიმერ ქიმაძესთან გააფორმა.