გახარიას გუნდი ამჯერად ჭიათურაში, ლანჩხუთში და მცხეთაში დატოვეს

360

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდი ამჯერად ჭიათურაში, ლანჩხუთში და მცხეთაში დატოვეს.

სოფელ კაცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, როინ ყიფშიძემ უკვე მიმართა ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. მან ასევე მიიღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების თაობაზე.

ასევე, პარტია „საქართველოსთვის“  დატოვა ლანჩხუთის საკრებულოს პროპორციული სიის წევრმა, გალაკტიონ ჯოჯუამ. ამასთანავე, პირადი მოთხოვნის საფუძველზე მან ჩახსნა საკუთარი კანდიდატურა პროპორციული სიიდან. საოლქო საარჩევნო კომისიაში წერილი მან უკვე შეიტანა.

გარდა ამისა, პარტიის რიგებს გამოაკლდა მცხეთის წევრც. კერძოდ, პარტია დატოვა ნოდარ კიკნაძემ. ის კენჭს იყრიდა ჩარდახი გოროვანი, წეროვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ასევე პროპორციული სიის წევრიც იყო.

კიკნაძემ უკვე შეიტანა განცხადება ცესკოში საკუთარი რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.