გორის ტურიზმის სააგენტო „სახსრების უქონლობას” უჩივის

401

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება სახსრების უქონლობას უჩივის. ამის შესახებ, განყოფილებამ საკრებულოსთვის წარსადგენ ანგარიშში ჩაწერა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ჯერ კიდევ ვერ შევძელით მუნიციპალიტეტში ინვენსტორების მოზიდვა, მაშინ როცა, საკმაოდ საინტერესო საინვენსტიციო წინადადებების შეთავაზება შეგვიძლია მათთვის. რაშიც ხელს გვიშლის სახსრების უქონლობა, რის გამოც ვერ ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებსა და კონფერენციებში, ბიზნეს ფორუმებსა და საინფორმაციო ტურისტულ ტურებში” , – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ტურიზმის განყოფილება ინვესტორებისთვის წარსადგენ შეთავაზებებს შორის განიხილავს სოფელ ბიისში ს ბალნეოლოგიური სამკურნალო და გასართობი ტურისტული ცენტრის მოწყობას, ასევე ატენში, ორბელიანების მარნის და მისი უნიკალური ტერიტორიის ბაზაზე გაიხსნას ქართლის ღვინის მუზეუმი; ბიისში დამჩქერას (ტაფარყანდის) ჩანჩქერზე მოეწყოს ტურისტული დასასვენებელი კომპლექსი და ა.შ