აჭარის მთავრობასა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც აჭარაში რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, რომელიც ქართული რაგბის მხარდაჭერას გულისხმობს, აჭარაში 6 მოედნის მშენებლობა დაიწყება. ამათგან 3 მოედნის მშენებლობა წელს დაიწყება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველოში რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროექტი სწორედ აჭარიდან იწყება.
„ეს არ იქნება მხოლოდ ერთი პროექტი, რომელიც აქ, ქობულეთში...
გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრება დასრულდა. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამ ტერიტორიაზე განხორციელდა დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრება, რის ფარგლებშიც განხორციელდა ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მოწყობა, ანკერებისა და რკინა-ბეტონის ბადეების საშუალებით, ასევე, გრუნტის ცემენტის ხსნარით სტაბილიზაცია. გარდა ამისა, ფერდობის დატერასება...
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში, მერობისთვის 18 კანდიდატი იბრძვის – 2 ქალი და 16 კაცი. 18-დან ერთი დამოუკიდებელი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია, 17 კი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების. კანდიდატებიდან ორი მოქმედი მერია. როსტომ მაგრაქველიძე (ასპინძა) და ანივარდ მოსოიანი (ნინოწმინდა). 18 კანდიდატიდან პარტიას თანხა ორმა პირმა შესწირა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მერობის კანდიდატები
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, კანდიდატებს...
ბათუმში, ყოველწლიურად, საბავშვო ბაღის მიღმა, 1000-დან 1500-მდე ბავშვი რჩება. ქალაქის გაზრდილ მასშტაბებს და ასევე გაზრდილ მოსახლეობას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რაოდენობა ვერა და ვერ აკმაყოფილებს. პრობლემას ყველა კარგად იცნობს, თუმცა ფაქტი ჯიუტია. ისიც რეალობაა, რომ საკმარისი საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისთვის მაინცადამაინც არავინ ირჯება. დღეს, ბათუმის მერობის კანდიდატები პრობლემის გადაჭრის გზებზე თამამად საუბრობენ. მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის, გამოსავალი, ვაუჩერიზაციის პრინციპის დანერგვაა. ამ...
გიორგი გახარიას გუნდი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას და გამოძიების პროცესში ომბუდსმენისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს. ეს პარტიის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე თქვა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება გამოძიების ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების დადანაშაულებითაა დაკავებული და მათ ინტერესებში ჭეშმარიტების დადგენა არაა.
"მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, მეორე მხრივ კი მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე...
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებულ ფაილებთან მიმართებით გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის, ხომ არაა შესაძლებელი ამაში ჩართული იყოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ან სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
ღარიბაშვილი, ასევე ამბობს, რომ ფაილები, სავარაუდოდ "დესტრუქციულმა ოპოზიციამ" გაავრცელა, კერძოდ ახსენებს მიხეილ სააკაშვილს და ამატებს: "სამწუხაროდ, იკვეთებიან სხვა მოღალატეებიც".
"პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას,...
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტში 35 უბანია გახსნილი. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წელს მაჟორიტარული სიით 13 კანდიდატი შევა, პროპორციულით კი 26. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 13–ივე ოლქში ჰყავთ დასახელებული, 9 კანდიდატი ჰყავს „ევროპულ საქართველოს“ , „პატრიოტთა ალიანსს“ – 6, „ლელოს“– 3, „თავისუფალი საქართველოს – 2, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 1. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
13 მაჟორიტარიდან...
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კითხვები აქვს. გაერთიანებული ოპოზიციის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დღეს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
გიორგი კირთაძის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთში სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო, რისთვისაც ნებართვა 2011 წელს გაიცა. დღეს კი განსხვავებული იერსახის ობიექტი შენდება.
''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის განმარტებით, მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა ამ ეტაპზე არ ჰქონდა და...
"პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ასევე პარტიული სიის ათეული წარადგინა. "პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატი გიორგი ლომია იქნება.
პარტიიდან მცხეთის მერობისთვის ნანა დევდარიანი, რუსთავის მერობისთვის კი თორნიკე არევაძე იბრძოლებს.
თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლომიამ საკუთარ ამომრჩევლებს გააცნო თბილისის 10 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც ასევე დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში არიან წარმოდგენილი.
თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდნენ:
მთაწმინდა - გოდერძი...
ასპინძის სოფლებში, ზველში და საროში 2021 სასწავლო წელი პირველკლასელთა გარეშე დაიწყება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სოფელში 6 წლის ბავშვები არ არიან და შესაბამისად არც არავინ დარეგისტრირებულა. ამის შესახებ toktv.ge წერს.
საქსტატის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელ საროში 162 პირი ცხოვრობს, ხოლო ზველში — 371.
რაც შეეხება ადიგენის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინფორმაციით, პირველ კლასელები ყველა სკოლაშია რეგისტრირებული. ჯავახეთში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მოძიება...
ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ „გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მას და მის დაჯგუფებას კალაძე 300 ათასი დოლარით აფინანსებდა“. აღნიშნულ განცხადებას კალაძე სისულელეს უწოდებს.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან დიდი სისულელე“, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე...
მარნეულში მოქალაქეების მიერ გარემოს დაბინძურების ორი ფაქტი გამოვლინდა – ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის ორი მარნეულში. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
"მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ მუნიციპალური ნარჩენით გარემოს გარემო დააბინძურა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქის მიერ მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით წვის ფაქტი გამოვლინდა. ქალაქ მარნეულში, მოქალაქე ნარჩენების ღია წესით წვას ახდენდა," - განმარტავენ დეპარტამენტში.
სამართალდარღვევებზე შედგა სამართალდარღვევის ოქმები.
ინგა ბალაძე წითელი ჯვრის ქედის ოფისში მუშაობს. სამსახურში მისასვლელად ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადის. ამბობს, რომ სოფლებში ტრანსპორტის არარსებობა მოსახლეობას დისკომფორტს არა მარტო საოჯახო საქმეებისთვის უქმნის. ადგილობრივებს ხელი საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ეშლებათ და რთული ყოფა კიდევ უფრო მეტად ურთულდებათ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
პრობლემა რომ გადაეჭრა მან თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა. ერთობლივი პეტიცია შეაგროვეს და საინიციატივო ჯგუფის სახელით ქედის...
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.
როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, გზების რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევითა და მთავრობის მხარდაჭერით მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. ჩვენი მთავარი...
რა სანქცია დაეკისრება პირს, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსუსის მქონე შენობა, რეაბილიტაციის ნაცვლად, ფაქტობრივად დაანგრია, ჯერ კიდევ უცნობია. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ გადაწყვეტიელბას სასამართლო მიიღებს. საუბარია ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის 37 ნომერში მდებარე, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ შენობაზე.
მესაკუთრეს ნებართვა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჰქონდა, თუმცა, ამ დროისთვის შენობის მხოლოდ ფასადია დარჩენილი. შენობას ძეგლის სტატუსი 2008 წელს მიენიჭა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ წინასაარჩევნოდ შანტაჟში სდებს ბრალს. ოპონენტებმა, ამჯერად, ანზორ ბოლქვაძე "ნაცმოძრაობის" დიოკნისი-რიყეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, რამაზ შავაძის დაშინებაში დაადანაშულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ირწმუნებიან, რომ ანზორ ბოლქვაძე ოპონენტს სიცოცხლის მოსპობითა და ოჯახის განადგურებით ემუქრება, რასაც, ასევე მათი მტკიცებით, სატელეფონო საუბარიც ადასტურებს.
ბრიფინგზე მტკიცებუელბად ჩანაწერი, რომელზეც საუბრობენ, ვერ წარმოადგინეს.
ანზორ ბოლქვაძე ოპონენეტების მხრიდან დაშინებისა და მუქარის შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































