2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტში 35 უბანია გახსნილი. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წელს მაჟორიტარული სიით 13 კანდიდატი შევა, პროპორციულით კი 26. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 13–ივე ოლქში ჰყავთ დასახელებული, 9 კანდიდატი ჰყავს „ევროპულ საქართველოს“ , „პატრიოტთა ალიანსს“ – 6, „ლელოს“– 3, „თავისუფალი საქართველოს – 2, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 1. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
13 მაჟორიტარიდან საკრებულოში, 3 მანდატს ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები დაიკავებენ.
ახალციხის N4, N5, N6 და N32 საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეები არჩევანს სამ კანდიდატს შორის გააკეთებენ.
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – მარინე სუდაძე;
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – სამსონი ბალიაშვილი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – დავით სამსონიძე.
N3, N7,N8,N30 და N31 საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეები კი არჩევანს 4 კანდიდატს შორის გააკეთებენ. ესენია:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – მალხაზი ასპანიძე;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ეკატერინე კაკალაძე;
- N10 – „შალვა ნათელაშვილი–საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – გიორგი ჭელიძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – გელა ჭალიძე
N1, N2, N28 და N29 საარჩევნო უბნების ამომრჩევლები არჩევანს სამ კანდიდატს შორის გააკეთებენ.
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ალექსანდრე ლომსაძე;
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – სამველ გევორქიან;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ამბარცუმ ბაბოიან.
რაც შეეხება ვალის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 5 პარტიას ჰყავს დასახელებული. სასურველი კანდიდატისათვის ამომრჩევლებს ხმის მიცემა ოთხ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ: N9 საარჩევნო უბანი (ქ. ვალის N1 საჯარო სკოლა/9 აპრილის ქ. #3), N10 საარჩევნო უბანი (ქ. ვალის საქალაქო კულტურის სახლი/სტალინის ქ. #16), N11 საარჩევნო უბანი (ქ. ვალის N4 საჯარო სკოლა/აკაკი წერეთლის ქ. #22), N33 საარჩევნო უბანი (ქ. ვალის N1საბავშვო ბაგა–ბაღი/სტალინის ქ. #18–ა).
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – მანანა ხითარიშვილი;
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – დავით ახალკაცი;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ნანა სუდაძე;
- N9 – „ლელო“ – ნიკოლოზ ხიზაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – მერი ხაბეიშვილი.
აწყურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი სოფლებია: აწყური, თისელი და ტყემლანა, აქ მცხოვრები მოსახლეობა ხმას N14 (სოფ. აწყურის კულტურის სახლი) და N35 საარჩევნო უბნებზე (სოფ. აწყურის საჯარო სკოლა, I კორპუსი, მე–2 სართული) მისცემენ:
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – რომანი გვირჯიშვილი;
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ლიანა მარტინენკო;
- N9 – „ლელო“ – ნანა მახათაძე;
- N37 – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ – ზურაბი ბაიდაური;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ზურაბი ბარძიმაძე.
აგარისა და ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: აგარა, საყუნეთი, ზიკილია, წინუბანი, გურკელი, ფერსა, გიორგიწმინდა და მუგარეთი, რომელთა მცხოვრებნიც მაჟორიტარ დეპუტატს N12 აგარის საარჩევნო უბანსა და N23 ფერსის საარჩევნო უბანზე ოთხ კანდიდატს შორის შეარჩევენ.
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნონა ქოზაშვილი;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – კახაბერ გაგლოევი;
- N9 – „ლელო“ –მანუჩარ გოგოლაური;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – სიმონ გელაშვილი.
კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია კლდე და წნისი, მათი მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს N16 კლდის საარჩევნო უბანზე სამ კანდიდატს შორის შეარჩევს
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ბადრი სამსონიძე;
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – აკაკი ზუმბაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ვლადიმერი კურტანიძე.
სვირისა და ელიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის 6 სოფელი, მათ შორის: სვირი, ბოგა, ტატანისი, ელიაწმინდის, ანი და ჭვინთა. ადგილობრივებს ხმის მიცემა N20 სვირის საარჩევნო უბანსა და N15 ელიაწმინდის საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – სოსო შუბითიძე;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – შალვა შერგელაშვილი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – იოსები კაპანაძე.
წყრუთისა და სხვილისის ადმინისტრაციულ ერთეულში შვიდი სოფელია: წყრუთი, წირა, მიქელწმინდა, სხვილისი, ზემო სხვილისი, ივლიტა, სხვილისი–ხვანა. მათი მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს N27 წყრუთის საარჩევნო უბანსა და სხვილისის N21 და N34 საარჩევნო უბნებზე აირჩევენ, აქ მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატია.
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – დავით ჩილინგარაშვილი;
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – სტეფან კანანიან;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ჰამლეტი სახვაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – არუთუნ აგაბაბიან.
წყალთბილას, პამაჯისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: წყალთბილა, აბათხევი, ნაოხრები, წინუბანი, ჯულღა, დიდი პამაჯი, პატარა პამაჯი, ყულალისი, ორალი, საძელი და ხაკი. მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს ხუთ საარჩევნო უბანზე შეარჩევს. ესენია: N24 წყალთბილის, N25 აბათხევის, N26 ნაოხრების, N18 პამაჯის და N19 საძელის საარჩევნო უბნები.
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – სირანუშ კაზარიან;
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – სარქის კრტიან;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – პეტროს ვართანიან.
მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია მინაძე, ჭაჭარაქი და ღრელი. მათი მოსახლეობა ხმას N17 მინაძის საარჩევნო უბანზე აძლევს, აქ მაჟორიტარი დეპუტატობის ორ კანდიდატია.
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გოჩა ინასარიძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ზაალი ბერიძე.
ურაველის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ურაველის, მუსხისა და ხეოთის მოსახლეობა საკუთარ არჩევანს N22 ურავლის საარჩევნო უბანზე დააფიქსირებს.
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ირმა გვირჯიშვილი;
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – შალვა ოქრომელიძე;
- N37 – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ – მერაბი ქურდაძე
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ილია კაპანაძე.
ანდრიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია ანდრიაწმინდა, ანდა, ახალშენი,დიატომიტის დასახლება და წყორძა. მათი მოსახლეობა ხმას N13 ანდრიაწმინდის საარჩევნო უბანზე აძლევს, აქ 4 კანდიდატია.
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ტარიელ ტაბატაძე;
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ბეგლარ ტაბატაძე;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ხატია მელიქიძე
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი ინასარიძე.