ასპინძის სოფლების, ზველის და საროს სკოლებს წელს პირველ კლასელები არ ეყოლებათ

321

ასპინძის სოფლებში, ზველში და საროში 2021 სასწავლო წელი პირველკლასელთა გარეშე დაიწყება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სოფელში 6 წლის ბავშვები არ არიან და შესაბამისად არც არავინ დარეგისტრირებულა. ამის შესახებ toktv.ge წერს.

საქსტატის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელ საროში 162 პირი ცხოვრობს, ხოლო ზველში — 371.

რაც შეეხება ადიგენის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინფორმაციით, პირველ კლასელები ყველა სკოლაშია რეგისტრირებული. ჯავახეთში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მოძიება იყო საჭირო, ხოლო ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, როგორც ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ზარებს არც ამჯერად უპასუხა.