ხულოში ენმ ანზორ ბოლქვაძეს წინასაარჩევნოდ შანტაჟში ადანაშაულებს

287

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ წინასაარჩევნოდ შანტაჟში სდებს ბრალს. ოპონენტებმა, ამჯერად, ანზორ ბოლქვაძე “ნაცმოძრაობის” დიოკნისი-რიყეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, რამაზ შავაძის დაშინებაში დაადანაშულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ირწმუნებიან, რომ ანზორ ბოლქვაძე ოპონენტს სიცოცხლის მოსპობითა და ოჯახის განადგურებით ემუქრება, რასაც, ასევე მათი მტკიცებით, სატელეფონო საუბარიც ადასტურებს.

ბრიფინგზე მტკიცებუელბად ჩანაწერი, რომელზეც საუბრობენ, ვერ  წარმოადგინეს.

ანზორ ბოლქვაძე ოპონენეტების მხრიდან დაშინებისა და მუქარის შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.