რა სანქცია დაეკისრება პირს, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსუსის მქონე შენობა, რეაბილიტაციის ნაცვლად, ფაქტობრივად დაანგრია, ჯერ კიდევ უცნობია. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ გადაწყვეტიელბას სასამართლო მიიღებს. საუბარია ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის 37 ნომერში მდებარე, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ შენობაზე.
მესაკუთრეს ნებართვა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჰქონდა, თუმცა, ამ დროისთვის შენობის მხოლოდ ფასადია დარჩენილი. შენობას ძეგლის სტატუსი 2008 წელს მიენიჭა.