წინა სტატია დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. როგორც პროექტების პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდება. “ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტთან მემორანდუმს დავდებთ. 100 საუკეთესო სტუდენტს ავირჩევთ და ისინი ანაზღაურებად პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის მერიის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს სურვილი, რომ დაგეგმილი პროექტები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს. "ზოგადად თქვენი როლი ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, გალამაზებაში, გაჯანსაღებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა დამატებით გაგვეკეთებინა, რომ თქვენი ჩართულობა...
ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელ ყარს გყრშის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. "იმედინიუსის" ინფორმაციით, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. https://www.facebook.com/tvimedi/videos/vl.317386582305115/439647349947698/?type=1
პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს რეგიონებში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – “ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენებას აგრძელებს. ამჯერად ორგანიზატორების გამოფენას და ფილმს ონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს წარუდგენენ. გამოფენა ორშაბათს, 10 ივნისს, 15:00 საათზე, ქალაქ ონის კულტურის ცენტრში მოეწყობა. აქვე გაიმართება ისტორიკოსების - ირაკლი ხვადაგიანისა და დავით...
გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში მომუშავე 200-ზე მეტი მასწავლებელი განათლების სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდა, რომლის მიხედვით, ისინი სკოლიდან წასვლის შემთხვევაში, 2 წლის ხელფასს წინასწარ აიღებენ, - ამის შესახებ, "რადიო მოზაიკას" გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა. "გორში მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლაზე უარი, 200-ზე მეტმა საპენსიო ასაკის მასწავლებელმა თქვა. ისინი სექტემბრიდან ოფიციაურად განაცხადებენ სისტემიდან წასვლის შესახებ", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა. ინფორმაციისთვის, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას მაღალი გამავლობის 4 ავტომანქანა, ერთი ჰიუნდაის მარკის მიკროავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომანქანა ემსახურება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოთი მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი ორი მოადგილე - ირაკლი ჯიქია და კობა ქანთარია სარგებლობენ. დანარჩენი ოთხი - ფორდ რეინჯერი და სამი შკოდა ოქტავია, როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, არ არის ერთი კონკრეტული პირის სარგებლობაში და საჭიროების შემთხვევაში...
ახალციხეში ფიტნესზონები მოეწყობა. ქალაქის ოთხ სხვადასხვა წერტილში სულ 40 ტრენაჟორი დამონტაჟდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მერია 9 აპრილის ქუჩის და ტბის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, ტრენაჟორების მშენებლობას თამარაშვილის 4 და ასპინძის 38 ნომრებში გეგმავს. "ტენდერი ხუთ ივნისს გამოვაცხადეთ, ამიტომ როდის აშენდება, ჯერ უცნობია. ვიცით ის, რომ მომდევნო ორი ტრენაჟორიც იგივე თანხა დაჯდება,“ - ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მერაბიშვილი. 9...
საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩებს საქართველოში, კარლ ჰარცელსა და ჰუბერტ კნირშს შეხვდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ელჩებთან ერთად შეხვედრაში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს განვითარების და თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) რეგიონული დირექტორი კლაუს ფიგელი მონაწილეობდნენ . მთავარი...
აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე რიგგარეშე სესიაზე ხმაური იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დერეფანშიც გაგრძელდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მმართველი გუნდი ნეპოტიზმში დაადანაშაულეს და მაგალითად ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში არსებული სიტუაცია მოიყვანეს. ინფორმციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ აჭარის მუნიციპალიტეტის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში "ქართული ოცნების" აქტივისტები ფიქტიურად მუშაობენ და ისინი ბიუჯეტიდან ხელფასებს იღებენ. მათი თქმით, აჭარაში მაღალი თანამდებობის პირები ნათესავებს...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 800 მ3 რეზერვუარის, საქლორატოროს, მაგისტრალის მილსადენის, გამანაწილებელი ქსელის და ღობის ლითონის გალვანიზირებული ბადით მოწყობას ითვალიწინებს . კასპის მერიის ცნობით, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს "სპეცჰიდრომშენი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინსებით ხორციელდება, 507 108 ლარს შეადგენს. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ,...
20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის 300 000 ხელმოწერა წარადგინა. ოპოზიციას სურს, რომ საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შეიცვალოს. ოპოზიციური პარტიები ხელმოწერებს პარლამენტში 15 ივნისამდე შეიტანენ.  ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ოპოზიციის მიერ ხელმოწერების შეგროვების საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას პროპორციული სისტემის ამოქმედება ორჯერ - 2016-2017 წლებში შესთავაზა, თუმცა მათ უარი თქვეს. "ახლა პროცესის დაწყება აზრს მოკლებულია. მათ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს "ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, USAID-ის პროექტის "ზრდა საქართვლოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს. "შიდა ქართლში ძლიერი...
რუსთაველის გამზირზე ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და შერეული ნარჩენის შეგროვების მიზნით, "თბილსერვის ჯგუფმა“ 80 ნაგვის ურნა დადგა. როგორც მთაწმინდის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ახალი ურნები თბილისის საკრებულოდან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა, პარალელურად კი, ძველ ურნებს დემონტაჟი ჩაუტარდა. ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებით, საქართველო 2019 წლიდან ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. სეპარაციის...
ადიგენის სოფელ ნაქურდევში კილომეტრნახევრიანი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული წელია, რაც ასფალტი არ ჰქონიათ. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს. მათივე თქმით, რომ ბოლო წლებში გზის მდგომარეობა უფრო და უფორო გაუარესდა და წვიმაში გავლა შეუძლებელი გახდა. "სოფელში ბავშვს ვერ გაუშვებ, ისეთი მდგომარეობაა გზებზე. ჩვენს მთავრობას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით, ახლა არ აინტერესებთ, აქ რა ხდება", - ამბობენ ადგილობრივები. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში...
ახალქალაქის სოფლებიდან - იხტილადან, ბუღაშენიდან და მერენიადან, ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა 140 კუბური მეტრი ნაგავი გაიტანეს.  ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალქალაქის სოფლებში, მოსახლეობის მიერ სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელებიდან, სერვისცენტრმა, ახალქალაქის მერიის დავალებით, წლების მანძილზე დაგროვებული ნაგავი, დაქირავებული მანქანებით გაიტანეს. "მარტო სამი მანქანით 40 კუბური მეტრი ნაგავი წამოვიღეთ ბუღაშენიდან. ნაგვის გასატანად მანქანები დავიქირავეთ, რადგან ჩვენი სამსახურის მანქანები მხოლოდ ნაგვის ყუთებს ცლიან და ამ სამუშაოსთვის...
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავ N55 მარშრუტზე ახალი, მწვანე "მანის“ მარკის ავტობუსები გავიდნენ. N55 მარშრუტი, N71-თან და N50-თან ერთად, მესამე მარშრუტი იქნება, რომელიც კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის, ქუჩას გაივლის. თბილისის მერიის ინფორმაციით, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები 18, 32 და 47 ნომრებთან განისაზღვრა, ხოლო თავისუფლების მოედანზე "საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ. "აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდნენ. გარეუბნებიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ