ახალქალაქის სოფლებში სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელები დაასუფთავეს

975

ახალქალაქის სოფლებიდან – იხტილადან, ბუღაშენიდან და მერენიადან, ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა 140 კუბური მეტრი ნაგავი გაიტანეს.  ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალქალაქის სოფლებში, მოსახლეობის მიერ სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელებიდან, სერვისცენტრმა, ახალქალაქის მერიის დავალებით, წლების მანძილზე დაგროვებული ნაგავი, დაქირავებული მანქანებით გაიტანეს.

“მარტო სამი მანქანით 40 კუბური მეტრი ნაგავი წამოვიღეთ ბუღაშენიდან. ნაგვის გასატანად მანქანები დავიქირავეთ, რადგან ჩვენი სამსახურის მანქანები მხოლოდ ნაგვის ყუთებს ცლიან და ამ სამუშაოსთვის გამოუსადეგარი იყო“, – ამბობს ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი არმენ ბიჩახჩიანი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ის სოფლები შეირჩა, სადაც ყველაზე მეტი ნაგავი დაგროვდა. ‘ამ სოფლებიდან ორში ნაგავი პირდაპირ გზაზე ეყარა და ერთში კი მდინარეში, ამიტომ პირველ რიგში ისინი გავასუფთავეთ“, – ამბობს ბიჩახჩიანი.

მისივე ინფორმაციით, ნაგვის გატანისათვის, დაახლოებით, 3 000 ლარზე მეტი თანხა იყო გამოყოფილი.