გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს “ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, USAID-ის პროექტის “ზრდა საქართვლოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს.
“შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლობის მხარდაჭერა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის მხრიდან; საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “ზრდა“ ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახელობა ფინანსურ დახმარებას მიიღებს საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად. მათ საშუალება მიეცემათ განაახლონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა“,-ლევან დავითაშვილმა.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში.