კასპის სოფელ ხოვლეში სასმელი წყლის სისტემას აკეთბენ

1105

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 800 მ3 რეზერვუარის, საქლორატოროს, მაგისტრალის მილსადენის, გამანაწილებელი ქსელის და ღობის ლითონის გალვანიზირებული ბადით მოწყობას ითვალიწინებს .

კასპის მერიის ცნობით, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს “სპეცჰიდრომშენი“ აწარმოებს.

პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინსებით ხორციელდება, 507 108 ლარს შეადგენს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.