ახალციხეში ფიტნესზონები მოეწყობა. ქალაქის ოთხ სხვადასხვა წერტილში სულ 40 ტრენაჟორი დამონტაჟდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერია 9 აპრილის ქუჩის და ტბის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, ტრენაჟორების მშენებლობას თამარაშვილის 4 და ასპინძის 38 ნომრებში გეგმავს.
“ტენდერი ხუთ ივნისს გამოვაცხადეთ, ამიტომ როდის აშენდება, ჯერ უცნობია. ვიცით ის, რომ მომდევნო ორი ტრენაჟორიც იგივე თანხა დაჯდება,“ – ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მერაბიშვილი.
9 აპრილსა და ტბის მიმდებარედ ფიტნეს მოწყობილობებისა და ფანჩატურის მოსაწყობად ტენდერი ახალციხის მერიამ ხუთ ივნისს, 41 540 ლარზე გამოაცხადა და შვიდ ივნისს სრულდება.