დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.
როგორც პროექტების პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდება.
“ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტთან მემორანდუმს დავდებთ. 100 საუკეთესო სტუდენტს ავირჩევთ და ისინი ანაზღაურებად პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.