რუსთაველის გამზირზე ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და შერეული ნარჩენის შეგროვების მიზნით, “თბილსერვის ჯგუფმა“ 80 ნაგვის ურნა დადგა.
როგორც მთაწმინდის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ახალი ურნები თბილისის საკრებულოდან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა, პარალელურად კი, ძველ ურნებს დემონტაჟი ჩაუტარდა.
ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, რაც
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებით, საქართველო 2019 წლიდან ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეს.
სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გასულ წელს თბილისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და საპილოტე პროექტიც განხორციელდა.