საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩებს საქართველოში, კარლ ჰარცელსა და ჰუბერტ კნირშს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ელჩებთან ერთად შეხვედრაში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს განვითარების და თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) რეგიონული დირექტორი კლაუს ფიგელი მონაწილეობდნენ .
მთავარი განსახილველი საკითხი, რაზეც მხარეებმა შეხედულებები გაცვალეს, მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტები იყო.
ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე კომპანიის მფლობელობაში არსებული 54 ნაგავსაყრელიდან კეთილმოეწყო და შესაბამისობაში მოვიდა 31, ხოლო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 23 ნაგავსაყრელი, ასევე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი 5 სადგური.