წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა ხდება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოროში აცხადებენ, რომ მუჟავაში არსებული წყლის მილი ამორტიზებულია, მოძველებული ქსელის გამო ხშირია წყლის დანაკარგები. სამუშაოები 3 კმ-მდე მანძილზე არსებული ამორტიზებული ქსელის ახალი მილებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რის შედეგადაც წყლის დანაკარგები შემცირდება. პროექტის განხორციელებას 1,078,401 ლარი მოხმარდება. სამუშაოები...
წინ სტატია ქალაქ ფოთის უეფა-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოების, ასევე, სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 706 712 ლარია. ჯამში სტადიონი 5 500 მაყურებელზე იქნება განსაზღვრული. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ამ ეტაპისთვის აშენებულია დასავლეთ ტრიბუნა, რომლის ქვეშაც განთავსებულია გასახდელები, მსაჯთა...
2019 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების შედეგად ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი 22 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 30 ოქტომბერს ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ განაცხადა, საბიუჯეტო ცვლილება სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით განხორციელდა. სარეზერვო ფონდისათვის თანხის დამატება სოციალური საცხოვრისისათვის განკუთვნილი 214 000 ლარიდან მოხდა. ნიშნიანიძის განმარტებით, საცხოვრისის საქმეზე სასამართლო დავა...
ქუთაისში საბავშვო ბაღებში დამონტაჟებული გათბობის დანადგარები შენობების გარეთ უნდა განთავსდეს, - ამ რეკომენდაციით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს გაზმომარაგების კომპანია "სოკარმა“ მიმართა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. ცვლილების მიზანი ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზზე მომუშავე დანადგარების გამოყენების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფაა. სამუშაოების პროექტირებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 167 000 ლარი დაიხარჯება. ქუთაისის ა(ა)იპ "ბაგა-ბაღების გაერთიანება“ ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული დაწესებულება. ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი სახსრებით აფინანსებს....
წინა სტატია ფრანკფურტის “აინტრახტის” აუქციონერები ქუთაისის მერიას „ტორპედოს“ 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. პოტენციური ინვესტორები უკვე შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და კონკრეტული პირობებიც წამოაყენეს. აინტრახტი ინვესტიციის სანაცვლოდ, რომლის მოცულობა ჯერჯერობით უცნობი, სტადიონისა და საფეხბურთო ბაზის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. ამ პერიოდის განმავლობაში, ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის აინტრახტის აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ. კონკრეტულად რა ვალდებულებებს აიღებენ გერმანელი აუქციონერები კლუბისა და...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი განიხილეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე შეეხო ყველაზე მსხვილ სოციალურ პრობლემებს რეგიონში, როგორიცაა მაგალითად "ოცნების ქალაქი“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად მომავალი წლის ბიუჯეტში 16 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. სხდომის დასრულებისას, მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა აჭარის 4 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13 ოჯახის შესახებ, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. "მინდა დღევანდელი სხდომა ერთი...
აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ნოღელაზე ავარიული ლითონის ხიდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 175 ლარით დაფინანსდა. "პროექტის ფარგლებში განახლდა ხიდის სავალი ნაწილი და მოაჯირები, ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ბურჯებს. ხიდის რეაბილიტაციის საკითხი მოსახლეობამ, პროექტ "ღია შეხვედრების“ ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დასვა. რეაბილიტირებული ხიდი 4 სოფელს: გეზათს, გულუხეთს, მაიდანსა და სამიქაოს აკავშირებს მუნიციპალიტეტის ცენტრთან", - განმარტავენ...
შემდეგი სტატია თბილისის მერია კომპანია "სიტი პარკისგან“, რომელსაც, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტა, აქტივებს ყიდულობს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, "სიტი პარკისგან“ მერია ევაკუატორების და სამკერდე კამერების შესყიდვას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის წინააღმდეგ "სიტი პარკს“ ფორმალურად, სამართლებრივი პროცესი არ დაუსრულებია. "ჩვენს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი აქტივების შეძენით იმიტომ,...
წინა სტატია საქართველოს პარლამენტმა თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის კენჭისყრაზე უარი თქვა. ინიციატივა წესებით დარღვევის პარკირებაზე ჯარიმის გაზრდას ეხებოდა. "სამი მოსმენით გავიდა და კენჭი არ ეყარა იმის გამო, რომ ველოდებით ახალი ავტობუსების შემოსვლას და მთლიანად ჩანაცვლდეს ავტოპარკი და შემდეგ ამოქმედდეს ჯარიმა. როდესაც უკე გვექნება ავტობუსების განახლებული პარკი, შემდეგ კენჭი ეყრება და შევა ძალაში", - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს დედაქალაქის...
თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ტრადიციულად, შემოდგომაზე 2 და 3 ნოემბერს ყვავილების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე დამთვალიერებელს ბოტანიკური ბაღის კოლექცია, ქრიზანთემებისა და გეორგინების მრავალფეროვნება, ასევე, შემოდგომის სხვადასხვა ყვავილი და კომპოზიცია დახვდება. გამოფენაში მსხვილი სათბურები და სანერგე კომპანიები მონაწილეობენ, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის, ხოლო დამთვალიერებელს პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, წამრმოდგენილი იქნება შემეცნებით კუთხეც, სადაც ბევრი საინტერესო და თემატურ ინსტალაციის გაცნობა იქნება შესაძლებელი. "გარდა ყვავილებისა, გამოფენაზე...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ავტორი ეკატერინე ბასილაია „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ პროექტში ჩართული დაბა სურამის 3 გუნდის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. შემდეგ ნაბიჯი არჩევნებია. 3 ნოემბერს სურამის კულტურის სახლში ჩატარდება კენჭისყრა, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა აირჩევს სამი პროექტიდან საუკეთესოს. გამარჯვებული იდეის განხორციელების პირობას ინფრასტრუქტურის სამინისტრო დებს. პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხუთ ქალაქსა და ერთ დაბაში ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იფიქრონ იმაზე, თუ რა...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017-2018 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტი არაეფექტურად გახარჯა. „მარნეულის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის სათანადო დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების სახით...
მარტვილის სოფელ აბედათში გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში ასფალტობეტონის საფარი 4 537 მეტრზე დაიგო. ასევე ეწყობა გრუნტის კიუვეტები, წყალმიმღები ცხაური, გზის გადამკვეთი ლითონის მილები და ეზოში შესასვლელები. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტობეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა. პროექტის ღირებულება 1 190 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები სს „არქეოპოლისი“ ასრულებს. გზის რეაბილიტაციის პირველი...
საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები ახალ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ. სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ - სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ ფარგლებში განხორციელდა. "სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. დარბაზში გამოიცვალა სპორტული ინვენტარი. დამონტაჟდა ახალი შვედური კედლები, ფრენბურთის ბადე, კალათბურთის ფარები, შესაბამისად დაიხაზა...
გორის მუნიციპალიტეტში დამწყებ მეწარმეებს მცირე საგრანტო თანხებით დააფინანსებენ. პროექტში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულებით საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფისის) მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“ მონაწილეობა მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების წარმომადგენლებს შუეძლიათ. გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დონორი ორგანიზაციების წევრებს შეხვდა და საგრანტო კონკურსის დეტალებს გაეცნო, გორის მერია მაქსიმალურად დაეხმარება ორგანიზაციებს ინფორმაციის გავრცელებაში, რადგან ყველა მსურველმა შეძლოს ამ შესაძლებლობის გამოყენება. საგრანტო...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგეგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 120`270 ლარია. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ავტობუსების სადგომისთვის ტერიტორიის მომზადება, დამხმარე ნაგებობისა და დაცვის ჯიხურის განთავსება. სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან დაიწყება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ