ქუთაისში საბავშვო ბაღებში დამონტაჟებული გათბობის დანადგარები შენობების გარეთ უნდა განთავსდეს, – ამ რეკომენდაციით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს გაზმომარაგების კომპანია “სოკარმა“ მიმართა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
ცვლილების მიზანი ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზზე მომუშავე დანადგარების გამოყენების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფაა.
სამუშაოების პროექტირებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 167 000 ლარი დაიხარჯება.
ქუთაისის ა(ა)იპ “ბაგა-ბაღების გაერთიანება“ ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული დაწესებულება. ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი სახსრებით აფინანსებს. “ბაღების გაერთიანებას“ სულ 37 ფილიალი აქვს.