აჭარის 4 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადასცეს

809

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი განიხილეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე შეეხო ყველაზე მსხვილ სოციალურ პრობლემებს რეგიონში, როგორიცაა მაგალითად “ოცნების ქალაქი“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად მომავალი წლის ბიუჯეტში 16 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

სხდომის დასრულებისას, მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა აჭარის 4 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13 ოჯახის შესახებ, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.

“მინდა დღევანდელი სხდომა ერთი კარგი ამბით დავასრულო. 13 ოჯახს ქობულეთში, ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებლებს და ისინი უკვე დღეიდან პირად საკუთრებაში არსებულ სახლებში გააგრძელებენ ცხოვრებას “, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულება განიხილეს. სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.