აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ნოღელაზე ავარიული ლითონის ხიდი გაამაგრეს

908

აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ნოღელაზე ავარიული ლითონის ხიდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 175 ლარით დაფინანსდა.

“პროექტის ფარგლებში განახლდა ხიდის სავალი ნაწილი და მოაჯირები, ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ბურჯებს. ხიდის რეაბილიტაციის საკითხი მოსახლეობამ, პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დასვა.

რეაბილიტირებული ხიდი 4 სოფელს: გეზათს, გულუხეთს, მაიდანსა და სამიქაოს აკავშირებს მუნიციპალიტეტის ცენტრთან”, – განმარტავენ მერიაში.