წალენჯიხის სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

612

წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა ხდება.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოროში აცხადებენ, რომ მუჟავაში არსებული წყლის მილი ამორტიზებულია, მოძველებული ქსელის გამო ხშირია წყლის დანაკარგები. სამუშაოები 3 კმ-მდე მანძილზე არსებული ამორტიზებული ქსელის ახალი მილებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რის შედეგადაც წყლის დანაკარგები შემცირდება.

პროექტის განხორციელებას 1,078,401 ლარი მოხმარდება. სამუშაოები 2020 წლის თებერვალში დასრულდება.