გორის მუნიციპალიტეტში დამწყებ მეწარმეებს მცირე საგრანტო თანხებით დააფინანსებენ

549

გორის მუნიციპალიტეტში დამწყებ მეწარმეებს მცირე საგრანტო თანხებით დააფინანსებენ.

პროექტში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულებით საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფისის) მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“ მონაწილეობა მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების წარმომადგენლებს შუეძლიათ.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დონორი ორგანიზაციების წევრებს შეხვდა და საგრანტო კონკურსის დეტალებს გაეცნო, გორის მერია მაქსიმალურად დაეხმარება ორგანიზაციებს ინფორმაციის გავრცელებაში, რადგან ყველა მსურველმა შეძლოს ამ შესაძლებლობის გამოყენება. საგრანტო პროექტის მიზანია საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების (4 მუნიციპალიტეტიდან) კეთილდღობის გაუმჯობესება, რომელიც ფინანსდება BP-სა და USAID/Chemonics International – ის მიერ, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 3 500 ლარია, ხოლო მეწამის წილმა აუცილებლად უნდა შეადგინოს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30 %. პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასოციაცია „ელკანას“ ვებ- გვერდიდან www.elkana.org.ge

შევსებული განაცხადები შეგიძლიათ მიაწოდოთ USAID/Zrda პროექტის გორის ოფისს. ან გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე mdzinarashvili.n@elkana.org.ge.