საქართველოს პარლამენტმა თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის კენჭისყრაზე უარი თქვა. ინიციატივა წესებით დარღვევის პარკირებაზე ჯარიმის გაზრდას ეხებოდა.
“სამი მოსმენით გავიდა [კანონპროექტი] და კენჭი არ ეყარა იმის გამო, რომ ველოდებით ახალი ავტობუსების შემოსვლას და მთლიანად ჩანაცვლდეს ავტოპარკი და შემდეგ ამოქმედდეს ჯარიმა. როდესაც უკე გვექნება ავტობუსების განახლებული პარკი, შემდეგ კენჭი ეყრება და შევა ძალაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 30 ოქტომბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა თქვა, რომ თბილისში ავტომობილის პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება. თუმცა მოგვიანებით, მერმა განმარტა, რომ გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მუნიციპალური ავტობუსები ჩანაცვლდება.