გორის მერიამ ავტობუსების სადგომის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

467

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგეგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 120`270 ლარია.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ავტობუსების სადგომისთვის ტერიტორიის მომზადება, დამხმარე ნაგებობისა და დაცვის ჯიხურის განთავსება.

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან დაიწყება.