ფრანკფურტის “აინტრახტი” ქუთაისის მერიას „ტორპედოს“ 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობს

989

წინა სტატია

ფრანკფურტის “აინტრახტის” აუქციონერები ქუთაისის მერიას „ტორპედოს“ 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

პოტენციური ინვესტორები უკვე შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და კონკრეტული პირობებიც წამოაყენეს.

აინტრახტი ინვესტიციის სანაცვლოდ, რომლის მოცულობა ჯერჯერობით უცნობი, სტადიონისა და საფეხბურთო ბაზის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. ამ პერიოდის განმავლობაში, ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის აინტრახტის აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.

კონკრეტულად რა ვალდებულებებს აიღებენ გერმანელი აუქციონერები კლუბისა და მერიის წინაშე, უცნობია.

კლუბის დროებითი მმართველი, თემურ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ მერიისთვის კლუბში შექმნილი უმძიმესი კრიზისის ფონზე, ყველანაირი შეთავაზება მისაღები უნდა იყოს.

“რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ მერის მოადგილეებს და ისაუბრეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, თანახმა ვართ ამ პირობებზე, მაგრამ როცა დაბრუნდებიან და პასუხს გვეტყვიან, მაშინ ვნახავთ რამდენად რეალურია ეს შეთავაზება“, – ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური კრიზისია. ორი წლის შემდეგ  კლუბი კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა.