მარტვილის სოფელ აბედათში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

905

მარტვილის სოფელ აბედათში გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

პროექტის ფარგლებში ასფალტობეტონის საფარი 4 537 მეტრზე დაიგო. ასევე ეწყობა გრუნტის კიუვეტები, წყალმიმღები ცხაური, გზის გადამკვეთი ლითონის მილები და ეზოში შესასვლელები.

გზის ამ მონაკვეთზე ასფალტობეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა.

პროექტის ღირებულება 1 190 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები სს „არქეოპოლისი“ ასრულებს. გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტის თვეში დასრულდება.

აბედათის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.