"გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ ივანიშვილო", "35 გავრილოვი"- ასე გამოეხმაურნენ პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ მერიის წინ გადაინაცვლეს, მოგვიანებით კი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის ბიუროსთან გადაინაცვლებენ და მის დღევანდელ ქმედებას გააპროტესტებენ. მხეიძე ერთ-ერთია იმ 37 დეპუტატს შორის, რომელმაც პარლამენტის სხდომაზე, კენჭისყრის წინ...
"ივანიშვილმა უნდა დაინახოს, რომ მისი მზაკვრული ჩანაფიქრის მეორე ნაწილი, ანუ ვადამდელ არჩევნებში არსებული საარჩევნო სისტემით წარმატება, მისთვის იქნება აუსრულებელი ოცნება,"- ამის შესახებ განაცხადა "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ოპოზიცია ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს. მისი თქმით, ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა. "მე ამდენი სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის ამდენი წარმოამდგენელი არასდროს მინახავს, 30 წელია...
ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ქვარაია ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ თავად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუკი მას კანონპროექტზე კითხვები ჰქონდა, აქამდე უნდა დაესვა და არა კენჭისყრის წინ. "თქვენ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში იყო კონსტიტუციის საჯარო განხილვა. ბატონო მერაბი იდგა...
მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს. „ვადამდელი გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით. ეს არის ჩვენი გენგეგმა. მაგრამ ვინაიდან ვართ ერთად ერთის წინააღმდეგ, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი. 20:00 საათზე გეტყვით მივაღწიეთ თუ ვერა. ახლა პარტიების გაფართოებულ შეკრებაზე მივდივართ“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. ვადამდელი...
"პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება. არ ვიცი, რამდენად არის დარჩენილი პოლიტიკური რესურსი, მაგრამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით" - ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას. განცხადება მან ცოტა ხნის წინ თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. "სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს. ერთადერთი ნათელი...
"პატრიოტთა ალიანსი" პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტს იგივე ინიციატივით მიმართავს, რომელიც დეპუტატებმა დღეს ჩააგდეს. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ  იქნება მცირედი ცვლილება - 0%-იანი (0.67%) ბარიერის ნაცვლად იქნება 0.7%. "მაგალითად, მცირედი ცვლილება იქნება ის, რომ ბუნებრივი ბარიერი 0,75% შეიცვლება ბარიერით - 0,7%-ით. ამ ცვლილებით შევიტანთ კანონპროექტს ხვალვე,"- აცხადებს ირმა ინაშვილი. ამასთან, "პატრიოტთა ალიანსი" კვირას, 17 ნოემბერს უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს. "სრულიად საქართველოსთვის ნათელია,...
"გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. განცხადება ცოტა ხნის წინ საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით,...
ოპოზიცია ერთიანდება და სამოქმედო გეგმაზე "ლეიბორისტულ პარტიაში" მსჯელებს. შეხვედრა 17 საათზე დაიწყო. "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული პარტიებიც ერთიანდებიან და პროდასავლურ პარტიებთან ერთად ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობაც" ერთვება. შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის: ენმ, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “დემოკრატიული მოძრაობა”, “რესპუბლიკელები”, “ახალი მემარჯვენეები”, “გირჩი”, დამოუკიდებელი დეპუტატები: ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და სხვა. ეს შეკრება მას შემდეგ დაიგეგმა,...
თბილისის მერის და "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო, თუმცა, ასევე, ამბობს, რომ მმართველ გუნდში კანონპროექტთან დაკავშირებით იმდენად დაძაბული ვითარება იყო, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. კალაძე არ აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად ვის შორის მოხდა დაპირისპირება. "არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ განწყობილი ვიყავით, რომ მოხდებოდა ახალ საარჩევო სისტემაზე...
ქუთაისის მერიამ მდინარე რიონზე საფეხმავლო ხიდი თითქმის სამი წელია  ვერ დააპროექტა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 2017 წლიდან ამ დრომდე ხიდის პროექტირებისთვის ტენდერი მესამედ გამოაცხადა. ეტაპობრივად გაიზარდა თანხის რაოდენობაც. თუ პირველი  ტენდერით  მერია  30 000 ლარს იხდიდა, ახლა უკვე ხიდის დაპროექტებისთვის საჭირო  თანხა  60 000 ლარამდე გაიზარდა. ბოტანიკური ბაღიდან  წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე საფეხმავლო ხიდის პროექტის შესასყიდად  30 000 ლარიანი ტენდერი NAT190021384)  პირველად 2017 წლის 2...
წინა სტატია პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა - მარიამ ჯაშმა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობა "ოცნების" შვიდმა დეპუტატმა - თამარ ჩუგოშვილ,ა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ზაზა ხუციშვილმა ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ დატოვეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა....
პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ გამარჯვებულები ხმის მიცემის პროცედურით შეირჩა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები ასე გამოიყურება: სოფელ კლდის ე.წ. „ზეუნის დასახლებაში“ განათების ბოძების მოწყობა - 503 ხმა (24.6%), ავტორი - ილია ზუმბაძე; აგარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ პარკინგის მოწყობა და ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა - 374 ხმა (18.3%), ავტორი...
#გადამგდებიოცნება - ამ სლოგანით, დღეს 19:30 წუთზე ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობა კიდევ ერთხელ გადააგდო და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. "პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი და ქართველი ხალხის ინტერესი მისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია"- წერია აქციის...
2020 წელს დევნილებისთვის ქუთაისში 725, წყალტუბოში კი, 560 ბინის განაწილება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელმაც ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. მინისტრის თქმით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათთვის საარსებო წყაროების გაჩენაში ხელშეწყობა მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისთვისაც იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ბინათმშენებლობის პროცესი. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პირველ რიგში...
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა...
საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც  მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება. ის მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი. ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველი პარტიის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ