წინა სტატია
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციია” ხელისუფლებას მიმართავს, რომ ანგარიში გაუწიოს არებულ კონტექსტს და არ შეზღუდოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ფორმა - პიკეტირება.
"საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა....
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კერძოდ კი გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ისევ დაადო, თუმცა ამჯერად, ბოქლომს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვს შემოახვეული.
ოპოზიციის თქმით, ამ შემთხვევაში პოლიცია ბოქლომს ვეღარ მოხსნის, რადგან დროშის დაზიანება მოუწევს. დროშა კი სახელმწიფო სიმბოლიკაა და შესაბამისად მისი დაზიანება კანონის მიხედვით დანაშაულია.
"საქართველოს დროშა იცავს საქართველოს პარლამენტს და არის ხალხის მხარეს", — თქვა გიორგი ვაშაძემ.
ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის...
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იაფფასიანი დესტრუქციული პერფომანსებით ცდილობს პოლიტიკურ პროცესში არეულობის შემოტანას და ხელისუფლება მაქსიმალურად მომთმენი იქნება, თუმცა დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება.
"ნაციონალური მოძრაობის მთავარი დევიზი - ძალაუფლება ნებისმიერ ფასად, უცვლელი რჩება, ვინაიდან არც ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ სამივე ინსტანციის მიერ...
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
"ქართული ოცნების“ ოფისში უკვე იკრიბებიან პარტიის წევრები.მმართველი პარტიის ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდირანაძე მივიდნენ.
ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა, პოლიტიკოსებთან ერთად, ღამე შენობასთან გაათია. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს რამდენიმე დეპუტატს.
საქართველოს პარლმენტთან...
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მე-7 მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ. ისინი 110-ვე საარჩევნო ოლქში დამარცხდნენ. არჩევნებზე აქტივობამ 77,22% შეადგინა.
ქვეყნის მასშტაბით 5785 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, კიდევ 46 უბანზე ხმის მიცემა კი უცხოეთში მყოფ ბელარუსის მოქალაქეებს შეეძლოთ. თავისი არჩევანი ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომაც დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის...
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შენობის შესასვლელთან იმყოფებიან და რიგგარეშე არჩვნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით ყველა უწყებასთან გაიმართება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მათივე თქმით, საღამოს 19:00 საათზე სიტყვით გამოსვლებთან ერთად იქნება გასართობი შოუ, დიჯეი და სხვადასვა თამაში. მთავრობის სახლის წინ გაშლილია ორი კარავი, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე...
პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, რომელიც 12 საათზე იყო ჩანიშნული, პარლამენტის შენობის პიკეტრიების გამო ჩაიშალა. პარლამენტში მისული დეპუტატები აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს. ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა ბიუროს სხდომა.
საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელები ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს. გაშლილია კარვებიც.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს პარლამენტში მისულ დეპუტატებს – რევაზ არველაძეს, მერაბ ქვარაიას და გია ჟორჟოლიანს –...
პირველ დეკემბერს ორგანიზაცია "ხელი ხელს" თბილისში თათარაობასა და ჩურჩხელების ფესტივალს გამართავს. ღონისძიება რესტორან "ეზო"-ში ჩატარდება. თათარაობის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ექნებათ თავად მიიღონ მონაწილეობა კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ჩურჩხელების ამოვლებაში. იქვე მოეწყობა ჩურჩხელების გამოფენა-გაყიდვა.
ამავე ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩურჩხელების საახალწლო მარაგი შეუკვეთონ. თათარაობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება "ხელი ხელს" ბენეფიციარების მიერ შექმნილი საახალწლო სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და სამკაულები. შეგროვილი...
არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის ოფისში განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით.
"მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ. ცხადია, ყველა საარჩევნო სისტემას...
წინა სტატია
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შესატანად მოვიდა, რომლითაც პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას შეძლებს.
ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტთან განაცხადა, როდესაც ის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობდა, თუმცა ეს პიკეტირების გამო ვერ მოახერხა.
"პარლამენტში მოვედი იმიტომ, რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ხელახალი კენჭისყრა და მივიღოთ პროპორციული სისტემა. გამოსავალი მხოლოდ ეს არის და რა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას უფლებამოსილება დრეობით შეუჩერდა.
თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე გია დარჯანია შეასრულებს. საკითხს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
"საკითხი შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიასთვის უფლებამისილების დროებით შეწყვეტას. ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ირაკლი კაკულიას დროებით შეუჩერდა თავმჯდომარის უფლებამისილება. ორგანული კანონის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით მე შევასრულებ ,”- განუცხადა ჟურნალისტებს გია დარჯანიამ.
შეგახსენებთ,...
აშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ...
გვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა მათ სიფათებს ხედავენ, ადამიანების, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს, - ამის შესახებ პარლამენტთან "ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან პოლიციას მოუწოდა, დეპუტატები არ მიუშვან იმ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები დგანან.
"ბიძინას პირადი მონები და „ბიძო ბოტები“ არიან. ამიტომ სამართალდამცავებსაც მოვუწოდებ, დეპუტატებს, რომ დაინახავენ, ნუღარ შემოუშვებენ იმ ტერიტორიაზე, სადაც არიან ადამიანები, რომელთა განწყობაც არის საკმაოდ დაძაბული.
ჩვენ ვაწყნარებთ...
წინა სტატია
აქციის მონაწილეებმა პარლამენტში კიდევ ერთი უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი არ შეუშვეს.
გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. გია ჟორჟოლიანი ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ავტომანქანით გაიყვანეს.
"ვერ შეძლებენ დეპუტატები პარლამენტში შესვლას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან...
წინა სტატია
პარლამენტთან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას გამოჩენას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს, რომელმაც კოლეგების ნაწილის მსგავსად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, "მონა“, "ბიძინას გოშია“ და "ვირთხა“ ეძახეს.
ქვარაიას პარლამენტში შესვლა სურდა, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.
სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, ადგილი ჰქონდა დეპუტატის მისამართით გარკვეულ შეხლა-შემოხლასაც, რის გამოც პროცესში პოლიცია ჩაერია. საბოლოოდ, ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია სწორედ სამართალდამცავების...
უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში არ შეუშვეს. დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა პიკეტის და აქციის მონაწილეების პროტესტის გამო, იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა.
აქციის მონაწილეები დეპუტატის მისამართით სკანდირებდნენ: "წადი“ და „ვირთხა“.
რევაზ არველაძე პირველი დეპუტატია, რომელიც დღეს პარლამენტში მივიდა.
როგორც არველაძე აცხადებს, როცა იქნება საშუალება პარლამენტში შესვლის, მაშინ მივა. მისივე თქმით,საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოს წარმოადგენენ და შეცდომაში არიან შეყვანილები,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































