ბელარუსის პარლამენტში ოპოზიციას წარმომადგენელი არ ეყოლება

547

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მე-7 მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ. ისინი 110-ვე საარჩევნო ოლქში დამარცხდნენ. არჩევნებზე აქტივობამ 77,22% შეადგინა.

ქვეყნის მასშტაბით 5785 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, კიდევ 46 უბანზე ხმის მიცემა კი უცხოეთში მყოფ ბელარუსის მოქალაქეებს შეეძლოთ. თავისი არჩევანი ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომაც დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 2020 და 2025 წლებშიც იყრის.