ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას უფლებამოსილება დრეობით შეუჩერდა.
თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე გია დარჯანია შეასრულებს. საკითხს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
“საკითხი შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიასთვის უფლებამისილების დროებით შეწყვეტას. ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ირაკლი კაკულიას დროებით შეუჩერდა თავმჯდომარის უფლებამისილება. ორგანული კანონის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით მე შევასრულებ ,”- განუცხადა ჟურნალისტებს გია დარჯანიამ.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ პირებს 10 ნოემბერს პატიმრობა შეეფარდათ.