გიორგი ვაშაძე: გვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა იმ დეპუტატების სიფათებს ხედავენ, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს

540

ვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა მათ სიფათებს ხედავენ, ადამიანების, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს, – ამის შესახებ პარლამენტთან “ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან პოლიციას მოუწოდა, დეპუტატები არ მიუშვან იმ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები დგანან.

“ბიძინას პირადი მონები და „ბიძო ბოტები“ არიან. ამიტომ სამართალდამცავებსაც მოვუწოდებ, დეპუტატებს, რომ დაინახავენ, ნუღარ შემოუშვებენ იმ ტერიტორიაზე, სადაც არიან ადამიანები, რომელთა განწყობაც არის საკმაოდ დაძაბული.

ჩვენ ვაწყნარებთ ყველას. მოვედი იმისთვის, რომ ხალხი დავაწყნარო, ნორმალურად ავუხსენი თუნდაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელ სახეს, ადამიანს, რომელიც ჩემთვის არის „პლინტუსზე“ უფრო დაბლა, რომ ნუ ამწვავებ, ნუ მოდიხარ და ადამიანებს ნუ იწვევ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილებმა დეპუტატები რევაზ არველაძე, მერაბ ქვარაია და გია ჟორჟოლიანი პარლამენტში არ შეუშვეს. აქციის მონაწილეების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს არ შეუშვებენ.