მომავალი წლიდან, ახალციხის ციხე მერიიდან სუბსიდიას აღარ მიიღებს. ა(ა)იპ-ი თავს საკუთარი შემოსავლებით ირჩენს. დაფინანსების გაუქმების საკითხი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გახდა ცნობილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
2020 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ახალციხის ციხისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. როგორც ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე განმარტავს, ციხეს შემოსავლების თვალსაზრისით კარგი პოზიცია აქვს და შეუძლია საკუთარი ხარჯები თავადვე დაფაროს: „წელს ივლისის ორი...
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ის პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ეხმაურება.
ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილება სხვადასხვა მოსამართლეებს შორის, რათა სასამართლო განხილვები დროულად წარმართულიყო.
„2019 წლის 19-20 ნოემბერს...
თბილისში შარტავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსში პლასტმასის მილები იწვის. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ და მათი ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ.
ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირაკლი ნადირაძის საქმით არ ინტერესდება.
„ირაკლი ნადირაძის მიმართ სოლიდარობა არ გაქვთ? მიხვედით სასამართლოში, იკითხეთ, ჰქონდა თუ არა თავისუფალი სასამართლოს პირობები? სოლიდარულები უნდა იყოთ ნადირაძის მიმართ, რომელიც პატიმრობაშია“ ,- მიმართა...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკას საავტომობილო გზის, თრიალეთი-დაბა წალკას 7.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამ დროისთვის, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა მიმდინარეობს.
არსებული გზა ძლიერ დაზიანებული, დაორმოებული იყო და ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა.
საგზაო ინფრატსრუქტურის მოსაწესრიგებლად, პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა არსებული ხიდი, მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი...
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესაფერხებლად და მას საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, გამარჯვების და მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის შანსი არ აქვს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვოლსკიმ საზოგადოებას 2010 წლის 11 ნოემბერს გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მაჟორიტარული საარჩევნი სისტემის კატეგორიული წინააღმდეგია.
„გავიხსენოთ ისიც, რომ...
ხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.
აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს სუს-ის შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა-ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც „გაბედეს“ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ქალაქის საახალწლო დეკორაციებისთვის 100 ათას ლარამდეა გამოყოფილი. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი დასრულდა, შერჩეულია ერთადერთი მონაწილე „შპს ჯეო სტრიმი“.
100 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი ზუგდიდის მერიის ააიპ-მა "კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა" გამოაცხადა, შერჩეული კომპანია კი მზად არის ეს სამუშოები 97 ათას ლარად შეასრულოს.
"კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ფაცაციამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ წელს სრულიად ახალი და განსხვავებული...
ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს მოითხოვდნენ. მომიტინგეებს ადგილზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ და აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს.
ვითარება საბოლოოდ სამართალდამცავებმა განმუხტეს.
"მშიშარა მთავრობა. გავაპროტესტეთ წართმეული არჩევნები და კი ხედავთ, რა მდგომარეობაა. შენობა თავიდან ბოლომდე საჯარო მოხელეებით და პოლიციელებით არის სავსე. სულ რაღაც 30 კაცამდე მოვედით და მთელი საჯარო...
საქართველოს მასშტაბით დაწყებული „დაბოქლომების" აქცია, წალანჯიხაში ვერ შედგა, რადგან მაჟორიტარი დეპუტატის გოგა გულორდავას ბიუროს კარს სახელური მოხსნეს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბიუროს შესასვლელის ორ ფოტოს აქვეყნებს, რომელთაგან მისი თქმით, ერთი გუშინ, მეორე კი დღესაა გადაღებული.
"წალენჯიხის მაჟორიტარ გულორდავას ბიურო გუშინ და დღეს. სახელური მოხსნეს დაბოქლომების შიშით", - წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია...
წინა სტატია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს "დაბოქლომებას" გამოეხმაურა და ოპოზიციას ურჩევს "ცირკაჩობას მოეშვან" და საქმის კეთებაზე გადავიდნენ.
''მე ვურჩევდი მათ ცირკაჩობას მოეშვან და საქმის კეთებაზე გადავიდნენ, მოემზადონ არჩევნებისთვის და დაამტკიცონ რისი გაკეთება შეუძლიათ. მათ ბოქლომი ერთხელ უკვე დაადო ქართველმა ხალხმა და რა თქმა უნდა ეს ბოქლომი აღარ გაიხსნება',' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს, 22 ნოემბერს, უმაღლესი...
ბათუმის მერიასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. შენობის შესასვლელთან ასევე იმყოფებიან ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე და მისი მხარდამჭერები. ვახტანგაძის განცხადებით, შენობაზე ბოქლომის დადების საშუალებას არავის მისცემენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„აქ არის ჩემი სამეგობრო წრე, არიან სპორტსმენები, რომლებსაც არაერთხელ უსახელებიათ ქვეყანა. მაჟორიტარის ბიუროა, ჩემთან არიან მოსულები.
ბათუმის მერია იქნება საქართველოს მაგალითი, თუ როგორ უნდა მოექცე მას, ვინც უღირსად იქცევა. ერთმა გამოიარა, ჯელალ ქიქავამ, მაგრამ რა...
ხმაური იყო წყალტუბოშიც, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს“ საკრებულოს წევრებს მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტზე ბოქლომის დადება სურდათ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ოპოზიციამ საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა და დღეიდან სხდომებს აღარ დაესწრებიან.
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი აცხადებს, რომ დილიდან ბიურო მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში იღებდა, თუმცა ოპოზიციამ პროვიკაცია სცადა. ვითარება...
"როდემდე ვუცქიროთ მიტოვებულ და ამორტიზებულ შენობებს ქუთაისში?!", - ამ კითხვით პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
წულაიამ დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა ქალაქის ცენტრში მოტობევული შენობების არსერბობა. ამჯერად მან ცისფერყანწელთა#9-ში მდებარე არასებული შენობის შესახებ ისაუბრა.
"მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა, მაინც საჭიროდ ვთვლი კიდევ ერთხელ გავაჟღერო პრობლემა, რომელიც მარადიულია ჩვენს ქალაქში. ვაგრძელებ ბრიფინგების ციკლს მიტოვებულ...
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქცებთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" გააკეთა.
გიორგი ხოჯევანიშვილმა აქცენტი პროტესტის ფორმაზე გააკეთა. მისი განმარტებით, პროტესტის გამოხატვა ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, თუმცა მისივე თქმით, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.
"ხაზგასმით ვამბობ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება, თუმცა არსებობს წითელი ხაზები. ამაში ვგულისხმობ სახელმწიფოებრივ ინტერესებს....
საქალაქო ავტობუსების დამატება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მერიაში განარტავენ, რომ ტრანსპორტის შესაძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა მარშრუტის ცვლილბების შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საქალაქო ტრანსპორტის სიმცირე, რომელიც ახალციხეში პრობლემას ქმნის, ვერც მომავალ წელს მოგვარდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 15 500 000 ლარით განისაზღვრა, ავტობუსების შეძენას არ ითვალისწინებს.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ მათთვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































