ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება

676

საქალაქო ავტობუსების დამატება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მერიაში განარტავენ, რომ ტრანსპორტის შესაძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა მარშრუტის ცვლილბების შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საქალაქო ტრანსპორტის სიმცირე, რომელიც ახალციხეში პრობლემას ქმნის, ვერც მომავალ წელს მოგვარდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 15 500 000 ლარით განისაზღვრა, ავტობუსების შეძენას არ ითვალისწინებს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება.

„მესმის ჩვენი მოსახლეობის, უკმაყოფილო არიან , მე თვითონაც უკმაყოფიო ვარ და რამდენიმე ადამიანს დაველაპარაკე, რომ ქალაქში დილის საათებში, პიკის საათებში დიდმა ტრანსპორტმა იმოძრაოს და არა ამ პატარა მარშუტკებმა, სადაც ვერ ეტევა ხალხი“, – განმარტა გურამ მელიქიძემ.

მუნიციპალური ტრანსპორტის თემას ბიუჯეტის პროექტის განხივლაში მონაწილეებიც გამოეხმაურნენ: „უკვე დიდი ხანია 22 ათას ლარს ვიხდით მომსახურებაში და ამ ფასში ვიყიდოთ ერთი ავტობუსი და მერე დავუმატოთ სხვები“, – განმარტა შეხვედისას ადიგენი-ახალციხის დეპუტატის ბიუროს წევრმა ნაირა სამსონიძემ.

„ერთი ცალი ტრანსპოირტი 150 000 -200 000 ლარი ღირს. ვცდილობთ, გარკვეულწილად გვაქვს დონორებთან მოლაპარაკება და თუ მოვახერხეთ, რამდენიმე ტიპის სამგზავრო ავტობუსს შევიძენთ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გვაქვს“, – უპასუხა მერის მოადგილემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გურამ ჯინჭველაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია: „არსებული ტრანსპორტი ქალაქს არ ჰყოფნის. თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ შევქმნით, ვერ განვვითარდებით. ტრანსპორტი ყოველ თხუთმეტ წუთში თუ არა, ნახევარ საათში მაინც უნდა დადიოდეს“.

მელიქიძის ინფორმაციით, მომავლ წელს ტრანსპორტის დამატება არა, მაგრამ მარშრუტის დამატება იგეგმება – „გვინდა რომ კომპანიას, ვინც იქნება ვუთხრათ 9 აპრილისა და რაბათის უბნიდან მარშრუტები დაემატოს“, – განაცხადა მან ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეების გადაყვანას შპს “ჯეოტივი“ უზრუნველყოფს. ქალაქში კომპანიის ორი, ზოგჯერ კი სამი მიკროავტობუსი დადის.

08:30 საათიდან ყოველ ნახევარ საათში „მარშუტკა“სადგურის ტერიტორიიდან გამოდის, ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლით მიდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შემდეგ კლინიკა „იმედთან“, რეფერალურ ჰოსპიტალთან და ბრუნდება კვლავ ავტოსადგურზე.
დაგეგმილ მარშრუტზე საქალაქო მიკროავტობუსები მუშაობას 18:00 საათზე ამთავრებენ.