თბილისში შარტავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსში პლასტმასის მილები იწვის. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.