მარნეული-თეთრიწყარო-წალკას გზის რეაბილიტაცია სრულდება

957

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკას საავტომობილო გზის, თრიალეთი-დაბა წალკას 7.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ დროისთვის, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა მიმდინარეობს.

არსებული გზა ძლიერ დაზიანებული, დაორმოებული იყო და ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა.

საგზაო ინფრატსრუქტურის მოსაწესრიგებლად, პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა არსებული ხიდი, მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილონი.

რეაბილიტირებული მონაკვეთი ბედიანის ქედის სამხრეთ ფერდობზე სოფელ თრიალეთის ტერიტორიაზე იწყება და მთავრდება დაბა წალკაში, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მიერთებაზე.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 676 956 ლარი შეადგინა.