ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქცებთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რადიო “მოზაიკას” გადაცემაში “თვითმმართველობის დრო” გააკეთა.
გიორგი ხოჯევანიშვილმა აქცენტი პროტესტის ფორმაზე გააკეთა. მისი განმარტებით, პროტესტის გამოხატვა ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, თუმცა მისივე თქმით, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.
“ხაზგასმით ვამბობ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება, თუმცა არსებობს წითელი ხაზები. ამაში ვგულისხმობ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამაში ვგგულისხმობ სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელ მუშაობას და ეს წითელი ხაზები არ უნდა გადაიკვეთოს არცერთი მოქალაქის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ვითარდება, რომელიც კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ამ განვითარებას სჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა ქვეყნის შიგნით”, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.