ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურება გააპროტესტეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ ჯაჭვის ხიდთან ბრიფინგი გამართეს და სანაპიროს დაბინძურების ფაქტზე ისაუბრეს. ინფორმაციას ნტერპრესნიუსი ავრცელებს. მათი თქმით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, დაბინძურებულია, რაც ქალაქის იმიჯზე ცუდად აისახება. ისინი ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ. "ქუთაისის ისტორიული ნაწილი საინტერესო ლოკაციაა ტურისტებისთვის, მაგრამ აქ არსებული მდგომარეობის გამო, ეს ადგილი ამოღებულია ტურისტული...
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი „ბორჯომი ჰესის“ რეაბილიტაციას და ადგილზე სამუზეუმო სივრცის გაკეთებას აპირებს. მანამდე კი კვლევები ჩატარდება. ერთი საუკუნის ჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი "ბორჯომი ჰესის" რეაბილიტაციისთვის, რომელიც ექსპლოატაციაში პირველად 1899 წლის 15 იანვარს შევიდა, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე ტენდერს მიმდინარე თვის ბოლოს გამოაცხადებს. ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა...
მაღალმთიან აჭარაში თოვს. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბაში 30 სანტიმეტრია. მერიის ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში. შუქი არ მიეწოდება ფუშრუკაულის, სხალთის დიოკნისის, ღორჯომის და დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეულების ზოგიერთ სოფელს. ''ენერგო პრო ჯორჯიას'' ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შუახევის მაღალ სოფლებში კი თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის...
“სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, შეუძლია მოსახლეობა ძალით გამოიყვანოს, მაგრამ ამას არ აკეთებს”- ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს დაუსრულებელი პროექტების სიაში ტოვებს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი BM.GE-თან ამბობს, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია, მიზეზად კი გიორგობიანი ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს ასახელებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ობიექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა და სახელმწიფოს...
კომპანია “თეთრ ქუდს”, სოკოს საწარმოს, რომელიც დიდი ხანია რუსთავში არასასიამოვნო სუნის მიზეზია, 2020 წლის მაისამდე ქალაქიდან მოშორებით გადაიტანენ - ამის შესახებ Bm.ge-თან “თეთრი ქუდის” წარმომადგენელმა ისაუბრა. ცნობისთვის, სოკოს საწარმოს მიერ გამოყოფილი სუნის გამო სასამართლოში განხილვა ერთხელ უკვე შედგა, რის შედეგადაც საწარმო 500 ლარით დაჯარიმდა. “გვეუბნებიან, რომ უნდა გვქონდეს უფრო დიდი ფილტრები. იმასაც გვაბრალებენ, ეს ფილტრები გაქვთ, მაგრამ არ აყენებთო. ჩვენც არ...
წინა სტატია ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. შეკრებილები დედაქალაქის მერიას კვლავ მოუწოდებენ, სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სამართლებლივი დავაც გააგრძელონ. შეგახსენებთ, თბილისის მერის მოადგილე...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი ირწმუნება, რომ ვარკეთილში, ანას ბაღთან კორპუსის მშენებლობით ბაღს საფრთხე არ ემუქრება და პირიქით, განვითარდება. ასე უპასუხა მან ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ანას ბაღის დაცვას რამდენიმე თვეა ცდილობს. კახა კალაძის მოადგილის თქმით, 300 მ² სივრცის მქონე ანას ბაღს კორპუსის მშენებელი კომპანია 200 მ² გადასცემს, გამგეობა კი 300 მ²-ს. "ინვესტორი, ასევე, დათანხმდა, რომ კეთილმოაწყობს თავიდან ბოლომდე ანას...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გადადგა. მედიასაშუალება აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა. დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბარციევი აცხადებს, რომ ხაჯიმბამ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა, რათა შენარჩუნდეს სტაბილურობა და არ დაიღვაროს სისხლი. ინფორმაცია დაადასტურა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩიამაც. "ვფიქრობ, რომ საკითხი, ვინ შეასრულებს ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. ჯერჯერობით, ალბათ პრემიერ მინისტრი....
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ვარკეთილში „ანას ბაღთან“ აქციაზე დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, კიდევ 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სამართალდამცველებმა სამივე პირი ავტომობილებში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაარიდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაციას ამოწმებენ. შეგახსენებთ, ამავე აქციაზე დღეს 6 პირი დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის განცხადებით, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი. „ისინი 173-ე და 166-ე...
შავშვებისა და წითელუბნის საჯარო სკოლებში ოსური ენის შემსწავლელი წრეები ამოქმედდა. წრეებში გაერთიანებულია 50 მოსწავლე. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მოსწავლეები მეცადინეობენ სამხრეთ ოსეთის განათლების სამსახურის მიერ სპეციალურად მომზადებული ოსური ენის სახელმძღვანელოებით. "ოსური ენის პოპულარიზაციისთვის, სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაცია სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებდა 2019 წლის განმავლობაში და წელსაც აქტიურად გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა. გაიმართა ოსური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას...
საჯარო სამსახურის ბიურომ სამცხე–ჯავახეთში 12 პირი დააჯარიმა, მათ შორის გუბერნატორის მოადგილე, ნინოწმინდის მერი, ადიგენის მერის მოადგილე და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საჯარო სამსახურის ბიურომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების 2019 წლის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი განხორციელდა 596 დეკლარაციაზე. აქედან დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა - 254; გაფრთხილება მიიღო- 75-მა. დარღვევებისთვის კანონით გათვალისწინებულია...
საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება თბილისის მუნიციპალიტეტის მსგავსად, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებსაც ექნებათ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა, ცვლილებების ინიცირება კი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებს უფლებამოსილება არ გააჩნიათ, საჯარო სამართლის იურიდიული პირები შექმნან და ეს უფლებამოსილება მინიჭებული მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს. რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ...
2019 წელს საქართველოს 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ეწვია, ზრდა 2018 წელთან შედარებით +7.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 7,725,774 შეადგინა, ზრდა +7.3%-ია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 323,658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა +6.8%. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა. "პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით...
საქართველოს საავტომობილო გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდება. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. კანონპროექტის მიხედვით, „შავი წერტილი“ გულისხმობს გზის არაუმეტეს 300 მეტრიან მონაკვეთს, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული სულ ცოტა ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა და/ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და/ან დაღუპვით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელთა...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებთან შელაპარაკება ადგილობრივების მიერ გზის გადაკეტვას მოჰყვა. პოლიციის თაამშრომლები ამ დრომდე ცდილობენ ტერიტორიის გათავისუფლებას და გზის სავალი ნაწილიდან მოსახლეობის გაყვანას. ცნობისთვის, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება აფხაზმა აქტივისტებმა, რომლებიც 9 იანვარს სოხუმში, დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. ინფორმაციას იმედნიუსი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. "დაცვის სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ რამდენიმე ერთეული იარაღი მათ უკვე დაიბრუნეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დანარჩენი ნაწილის დაბრუნებაზე“, - განაცხადა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ. ​მისივე თქმით, ადმინისტრაციის შენობის ძალის გამოყენებით გათავისუფლება დღეს არ იგეგმება, თუმცა მომავალში ეს არაა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ