ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურება გააპროტესტეს

1772

ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურება გააპროტესტეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ ჯაჭვის ხიდთან ბრიფინგი გამართეს და სანაპიროს დაბინძურების ფაქტზე ისაუბრეს. ინფორმაციას ნტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათი თქმით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, დაბინძურებულია, რაც ქალაქის იმიჯზე ცუდად აისახება. ისინი ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

“ქუთაისის ისტორიული ნაწილი საინტერესო ლოკაციაა ტურისტებისთვის, მაგრამ აქ არსებული მდგომარეობის გამო, ეს ადგილი ამოღებულია ტურისტული მარშრუტიდან, რადგან უხერხულია ტურისტების აქ მოყვანა. აუცილებელია, სანაპიროს დასუფთავება და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. მარტო თუ ვერ ახერხებენ, დაიგეგმოს დასუფთავების აქციები და გავალთ ყველანი”,-განაცხადა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილმა.