ვინ დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში ქონებრივ დეკლარაციებში არსებული დარღვევებისთვის

744

საჯარო სამსახურის ბიურომ სამცხე–ჯავახეთში 12 პირი დააჯარიმა, მათ შორის გუბერნატორის მოადგილე, ნინოწმინდის მერი, ადიგენის მერის მოადგილე და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საჯარო სამსახურის ბიურომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების 2019 წლის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი განხორციელდა 596 დეკლარაციაზე. აქედან დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა – 254; გაფრთხილება მიიღო- 75-მა.

დარღვევებისთვის კანონით გათვალისწინებულია ჯარიმა თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმცირეს 500 ლარისა.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი დაჯარიმდა საბანკო ანგარიშების მიუთითებლობის და შემოსავლებში შეუსაბამობის გამო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი ჩადუნელი დაჯარიმდა, რადგან საწარმოში კუთვნილი წილი არ მიუთითა, ცდომილებაა მეუღლის შემოსავალშიც;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა მაია მახარაშვილმა გაფრთხილება მიიღო;

ბრჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ბორჯომის პატრიოტები“-ს თავმჯდომარე, ირმა ზედგენიძე დაჯარიმდა უძრავი ქონების ნაწილში: დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; შემოსავლების ნაწილში: ოჯახის წევრების დაუდეკლარირებელი შემოსავლები;

ასევე დაჯარიმდა ა(ა)იპ – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის დირექტორი, ვაჟა გელაშვილიც, დარღვევის გრაფაში წრია: 1.უძრავი ქონების მიუთითებლობა; 2.შეუსაბამობა საბანკო ანგარიშებში; 3.შეუსაბამობა შემოსავლებში; 4.საწარმოში კუთვნილი წილის მიუთითებლობა;

დაჯარიმდა ა(ა)იპ ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ყოფილი დირექტორი ვლადიმერ გელაშვილიც –1. საბანკო ანგარიშების მიუთითებლობა; 2.საწარმოში წილის მიუთითებლობა. 3.შეუსაბამობა შემოსავლებში;

ადიგენის მუნიციპალიტეტი

დაჯარიმდა ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე არსებ ნალახაშვილიც. მიზეზი: საკუთარ და ოჯახის წევრების ნაშთებში ცდომილება, ოჯახის წევრების ანაზღაურებითში ცდომილება და საკუთარი ხელშეკრულების არ ასახვა;

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, რატი ტატალაშვილიმა გაფრთხილება მიიღო;

ასევე, გაფრთხილება მიიღო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ (ყოფილი) ვაჟა მერაბიშვილმა.

დაჯარიმდა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ინა კაპანაძე: 1. არ არის ასახული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2. არ აუსახავს მის სახელზე არსებული საბანკო ანგარიში. 3. არ აუსახავს მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება;

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გიორგი მურადაშვილი დაჯარიმდა – 1. უძრავი ქონების მიუთითებლობა; 2. ცდომილება საბანკო ანგარიშებში.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გენადი დიასამიძე დაჯარიმდა, რადგან არ აუსახავს მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

ასევე, დაჯარიმდა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ჭელიშვილი. მიზეზი: 1. მისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების ცდომილება 2. მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება, მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი დაჯარიმდა უძრავ ქონებაში ცდომილების გამო;

დადებითი შეფასება მიიღო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილემ ვალერიკ ბეზოიანმა;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

გაფრთხილება მიიღოახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა აშოტ ისპირიანმა;

ასევე, გაფრთხილება მიიღო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის ვალერი სტელმაშოვის დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ნაირი მელტონიანმა მიიღო – დადებითი;

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი სორდია – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი – დაჯარიმდა – 1. არ აუსახავს დედამისის სახელზე არსებული უძრავი ქონება. 2.არ აუსახავს საბანკო ანგარიშები. 3. სხვაობა მის მიერ მიღებულ შემოსავლებში. 4. არ აუსახავს დედამისის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება;

საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადებით, 2019 წლის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის სფეროში პოზიტიური შედეგი გამოიღო, რასაც მოწმობს ციფრებიც.

„წინა ორი წლის მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასდა შემოწმებულ დეკლარაციათა 80%, ხოლო, 2019 წლის მონიტორინგის შედეგების თანახმად აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაიწია 55%-მდე. რაც განპირობებულია თანამდებობის პირების მიერ დეკლარირების პროცესის მიმართ ყურადღების გამოჩენით და სურვილით, სრულყოფილად და სწორად დაადეკლარირონ მათი ქონებრივი მონაცემები“, – წერია ანგარიშში.