ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ წინუბანს წლის ბოლოს ახალი სკოლა ექნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საჯარო სკოლა 90 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, სადაც 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია განთავსდება. შენობა ასევე მოიცავს სანიტარული კვანძის ბლოკებს მოსწავლეებისა და ადმინისტრაციისათვის. საგანმანათლებლო დაწესებულება შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
გურჯაანის აგრარული ბაზარი პირველ მარტს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
უკვე გაკეთდა დახლები და მოეწყო ხორცისა და სწრაფი კვების ობიექტების სარეალიზაციო პუნქტები.
ამჟამად ტერიტორიას ასუფთავებენ. ახალი ბაზარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. პირველი მარტიდან გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალება და პროდუქტი მხოლოდ ბაზარში გაიყიდება.
ასპინძის მერიამ ექვსი თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე, მსურველებს განაცხადის შეტანა 27 თებერვლამდე შეუძლიათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ვაკანტური პოზიციებია:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, არქიტექტურის საკითხებში - სარგო 900 ლარი.
გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილების უფროსი - სარგო 1200 ლარი.
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის, სახედრო აღრიცხვის, გაწვევისა...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერსათისა და შუბანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 მარტიდან დაიწყება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “გი-ან 2011”-ი შეასრულებს, ტენდერის პირობების თანახმად 1700 გ/მ გზაზე რკინა ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრეები, ქვის გაბიონები, ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდარები.
აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის 1 მარტს დაიწყება და 28 ივნისს დასრულდება, რომლის ღირებულებაც 693 000 ლარს შეადგენს და...
მცხეთაში ვანდალური ფაქტი მოხდა, მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ, უცნობმა პირებმა 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე გამიზნულად დააზიანეს.
მერიის ინფორმაციით, გვიან ღამით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა გამიზნულად გაადადგურეს, დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომლებიც 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა და გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დაირგო.
"24 თებერვალს, ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის...
წინა სტატია
თბილისის საკრებულო ინტენსიურად მუშაობს საბჭოთა ოკუპაციის თემებთან დაკავშირებით და ერთი წლის წინ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე 15 ქუჩას, რომელთა სახელებიც სხვადასხვა ფორმით ასოცირებული იყო საბჭოთა ოკუპაციასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერი პირების სახელები ეწოდა, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულო სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრების მოთხოვნას თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრის „ვალდეკ რუსოს“ სახელის...
სურამში ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის, ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იწყება.
წინასარეაბილიტაციო პროცესს დაბა სურამში დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და უკრაინის სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან ერთად გაეცნო.
როგორც კულტურილი მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, მუზეუმის ნაგებობის სრული დაზიანება მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია, რის შედეგად გადაწყდა მისი დაშლა და ხელახლა აგება.
გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მომზადებული არქიტექტურული პროექტის თანახმად, რომელიც საქართველოს...
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათ სპეციალისტებს უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლებიც კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) მხარდაჭერითაა შეძენილი.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ ეფექტურად და ობიექტურად შეაფასონ სტიქიით მოცული, ძნელად მისადგომი არეალები და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას მოსალოდნელ სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული...
33 350 ლარიანი შენობა, უკვე მეხუთე წელია მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში უფუნქცოდ დგას და შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ თვალსაჩინოებისთვისაა. პროექტის მიხედვით ის ახალგაზრდული კაფე უნდა ყოფილიყო, თუმცა, აშენებიდან ერთი წლის შემდეგაც ახალგაზრდული კაფეს ექსპლუატაციის კანონიერი ჩარჩო განსაზღვრული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნაგებობა მართლაც პატარაა, ირგვლივ მინები აქვს და გამჭვირვალეა. მისი მშენებლობა...
შემდეგი სტატია
თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ამის მიზეზი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობის მიერ გამართული საპროტესტო აქციაა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
მოსახლეობამ სოფელში წყლის არ ქონის გამო, თბილისის “წითელი ხიდისკენ” მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასმელი წყალი უკვე ორი წელია არ მიეწოდებათ, ამასთან ერთად, სოფლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაც არ ხდება.
აქციის მონაწილეების ცნობით,პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს...
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მის განცხადებას აბუჩად იგდებენ, ამ დრომდე არ მოუწესრიგებიათ ავტობუსის მოსაცდელი, რომლის მინებიც ჩამსხვრეულია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
არჩილ მამულაძემ დღეს კოლეგებს მოსაცდელის ფოტო თაბახზე დაბეჭდილი მიუტანა და სხდომაზე თქვა, რომ უკვე მესამედ დააყენა აღნიშნული საკითხი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
ის ირწმუნება, რომ მინები ქარის დროს დაზიანდა, წვიმაში კი მოსაცდელში გაჩერება შეუძლებელია.
''ხშირად დავდივარ მუნიციპალური ტრანსპორტით....
წინა სტატია
ბათუმის სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდულ სასტუმროებისთვის პლაჟების მართვაში გადაეცემის საკითხის საკრებულოში განხილვა დროებით გადაიდო. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბათუმის მერი მზად იყო, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში ბათუმის სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდული სასტუმროებისთვის პლაჟები მართვაში გადაეცა. საკრებულოშიც უკვე შესული იყო ბათუმი თაუერისთვის პლაჟის მართვაში გადაცემის საკითხი და ორშაბათს ამაზე ბათუმის მერმა საინფორმაციო შეხვედრაზეც ისაუბრა, თუმცა, მერიამ საკრებულოდან საკითხის განხილვა უკან...
სამეგრელოს თავადების, დადიანების შთამომავალი მიურატების ოჯახი სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საუბარია რამდენიმე ჰექტარ მიწის ფართობზე, რომლის ნაწილი „შატო ჭკადუაშის“ მენეჯერის, სვეტა ქირიას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, ნაწილის მესაკუთრე კი არავინაა.
ალან და ვერონიკა მიურატები აცხადებენ, რომ მათ ამ ადგილის ტურისტული მიმართულებით განვითარება სურთ.
როგორც ამბობენ, ამისთვის საჭიროა, ოფიციალურად ეკუთვნოდეთ მიწა, რომელიც მათი მემკვიდრეობაა.
მიურატების განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივი, თუ...
შემდეგი სტატია
პარტია „ევროპული საქართველო“ საკრებულოს ინიციატივით მიმართავს, რომ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას იმ გემის - „ვალდე-კრუსოს“ სახელი ეწოდოს, რომელიც 1921 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა.
როგორც პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, ეს გემი „ვალდე-კრუსო“ იმსახურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდოს.
„დღეს არის საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღეს ჩვენ გვსურს გავიხსენოთ რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ჩვენი კოლექტიური მეხსიერებიდან ერთი...
როგორც სატენდერო დოკუმენტაციებიდან ირკვევა, ჭავჭავაძის გამზირზე გასათავსებელ მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერებში თბილისის მერია 1 585 000 ლარის გადახდას აპირებს.
ჯამში, მერია 50 კონტეინერის შეძენას გეგმავს, შესაბამისად, თითოს ფასი 31 700 ლარს უტოლდება. კონტეინერების მოცულობა 3 კუბური მეტრი უნდა იყოს.
შესყიდვა 21 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებები 18 მარტიდან მიიღება და 25 მარტს დასრულდება.
კონტეინერების მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი გორის 62 სოფელშია შეყვანილი და გაზიფიცირება დასრულებულია, 4 მათგანში კი გამრიცხველიანება მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაზიფიცირებისთვის მოსამზადებელი ეტაპი გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელშია დაწყებული ატენისა და ბოშურის თემში შემავალი რამდენიმე სოფელი კი ამ დროისთვის ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
"2013-2018 წლებში შიდა ქართლის მასშტაბით 185 სოფელი გაზიფიცირდა, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში მდებარე 62 სოფელი. ამ ეტაპზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































