სტიქიური მოვლენების მონიტორინგი ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდება

749

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათ სპეციალისტებს უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლებიც კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) მხარდაჭერითაა შეძენილი.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ ეფექტურად და ობიექტურად შეაფასონ სტიქიით მოცული, ძნელად მისადგომი არეალები და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას მოსალოდნელ სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, ასევე, სტიქიური მოვლენების საფრთხეების შეფასება წარმოადგენს. აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით სტიქიური მოვლენების რეგიონებში მიმდინარე პროცესების ობიექტურად შეფასების და პირველადი სწრაფი რეაგირების განხორციელებისთვის ასეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – აცხადდებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს.