ასპინძის მერიამ ექვსი თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე, მსურველებს განაცხადის შეტანა 27 თებერვლამდე შეუძლიათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ვაკანტური პოზიციებია:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, არქიტექტურის საკითხებში – სარგო 900 ლარი.
გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილების უფროსი – სარგო 1200 ლარი.
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის, სახედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსი – სარგო 1200 ლარი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის ასისტენტი, ასპინძის ადმინისტრაციულ ერთეულში – სარგო 800 ლარი.
იურიდიული სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და საკრებულოს მომსახურების საკითხებში – სარგო 800 ლარი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ტოლოშის ადმინისტრაციულ ერთეულში – სარგო 750 ლარი.
კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს, განაცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.