თბილისის მერიას ჭავჭავაძეზე თითო ნაგვის ბუნკერი 31.7 ათასი უჯდება

1629

როგორც სატენდერო დოკუმენტაციებიდან ირკვევა, ჭავჭავაძის გამზირზე გასათავსებელ მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერებში თბილისის მერია 1 585 000 ლარის გადახდას აპირებს.

ჯამში, მერია 50 კონტეინერის შეძენას გეგმავს, შესაბამისად, თითოს ფასი 31 700 ლარს უტოლდება. კონტეინერების მოცულობა 3 კუბური მეტრი უნდა იყოს.

შესყიდვა 21 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებები 18 მარტიდან მიიღება და 25 მარტს დასრულდება.

კონტეინერების მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.