გურჯაანის აგრარული ბაზარი პირველ მარტს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
უკვე გაკეთდა დახლები და მოეწყო ხორცისა და სწრაფი კვების ობიექტების სარეალიზაციო პუნქტები.
ამჟამად ტერიტორიას ასუფთავებენ. ახალი ბაზარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. პირველი მარტიდან გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალება და პროდუქტი მხოლოდ ბაზარში გაიყიდება.