ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა. პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოს” ინფორმაციით, გალის საავადმყოფოსთვის შეძენილი იქნა : პილსოქსიმეტრები, 50 ყუთი ნიტრილის ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები საავადმყოფოსთვის, 400 ცალი სამედიცინო ხალათი, 28 ყუთი ლატექსის ხელთათმანი. "მოძრაობა მომავლისთვის" განხორციელებული სამედიცინო ინვენტარის გადაგზავნა, პირველი სოციალური კამპანია იყო, რომელიც განხორციელდა ოკუპირებულ...
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ქუთაისის მერიის ცნობით, სკვერში გაკეთდა მცირე ზომის სპორტული მოედანი ფრენბურთის ბადით და კალათბურთის ფარებით. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სკვერში, დაირგო დეკორატიული ხე-მცენარეები, დაიდგა ფანჩატური, ძელსკამები და ურნები. ერთიან კომპლექსში მოექცა ადგილზე აქამდე არსებული ღია სავარჯიშო მოედანი. ცნობისთვის, სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა, რაზეც 138787 ლარი დაიხარჯა. 2020...
ოზურგეთში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საკვები სახლებში მიუტანეს. "ბენეფიციარებისთვის, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან, სახლში მიტანის სერვისი ამოქმედდა. დანარჩენები კი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარ შეძლებენ ადგილზე კვებას, თუმცა ყველა წესისა და ჰიგიენური ნორმების დაცვით ისარგებლებენ საკვების გატანის სერვისით. მათ მიეწოდებათ, როგორც მზა, ასევე, სხვა საკვები პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული“, – აცხადებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და...
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თელავის მერიის ნფორმაციით, სოფელ ქვემო ხოდაშენში დასრულდა ამბულატორიის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სოფლის შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამბულატორიის მშენებლობაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 77 743 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ენესთიმ” შეასრულა. რაც შეეხება შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პროექტს – მასზე ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 625 836 ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში, ჯამურად, 1300 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ. მანამდე კი ტაქსით მომსახურების გაწევა შეუფერხებლად შეუძლიათ. „გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო...
ველისციხის, ბოდბისხევის, აფენის, წნორისა და  კაბალის ტრადიციური საკვირაო ბაზრობები დაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით რეგიონის თვითმმართველობებმა შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცლეებს. თუმცა მუშაობას განაგრძობს ყოველდღიური აგრარული ბაზრები თელავსა და რეგიონის სხვა ქალაქებში. როგორც გურჯაანის მერიაში ამბობენ, მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზრის სრული დეზინფექცია ყოველდღიურად მიმდინარეობს, ხოლო მოვაჭრეებს დეტალურად აცნობენ კორონა ვირუსთან დაკავშირებულ წესებს. „გურჯაანის საზოგადოებრივი...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი ახალი სკოლის აშენება და 17-ის რეაბილიტაცია იგეგმება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ დაათვალიერა. „ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა. აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობა. სულ მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა – სამი ახალი შენდება, 17 რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 530 ათასი ლარი. მოეწყობა სველი წერტილები, საკლასო ოთახები,...
მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ორ მუნიციპალიტეტში სწრაფი ტესტირების შედეგად, ჯერჯერობით არცერთ ადამიანს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. „სწრაფ ტესტირებებზე საველე ჰოსპიტალიდან აღებული ნაცხების პასუხები ნაცვლად 6 საათისა, გვექნება საათ-ნახევარში, რაც აადვილებს საქმიანობას და თვითონ ჰოსპიტალის პერსონალისთვის ზრდის კომფორტს. ამიტომ, რიგები...
მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივ ბიზნესებს აღვუთქვით დახმარება, რომ ამ მოცემულობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ შეინარჩუნოს სამუშაო, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, მარნეულში 15 ასეთი ბიზნესია, ხოლო ბოლნისში - 32. „შვიდივე მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მარნეულსა და ბოლნისში, დავიწყეთ ადგილობრივი, რეალურად მოქმედი ბიზნესების შესწავლა, რომლებიც საკარანტინო რეჟიმის პირობებში შეფერხდნენ. ყველა ასეთი ბიზნესი შესწავლილი გვყავს. მარნეულში 15 ასეთი ბიზნესია,...
თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თელავის ქუჩებსა და მაგისტრალებზე, ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და წესების დაცვით, ცივი პლასტისა და აკრილის საღებავით მოინიშნება: ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი სდექ-ხაზები და მიმმართველი ისრები. პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 997 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს "გზაჯვარედინი" ახორციელებს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ავტოპარკი და ტექნიკური პერსონალი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვებიან. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, უწყების კუთვნილი 5 ავტომანქანა და მათი მძღოლები თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირების ქვეშ მოექცევა. „პერსონალის მიერ...
მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა, სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების პროექტები, ბაღების და სკოლების მშენებლობა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ზუგდიდში, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. პროექტი დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის პრობლემა მოსახლეობას მოეხსნება. სოფელთან დამაკავშირებელი გზა ავარიული იყო და გადაადგილების დროს პრობლემას ქმნიდა. „გზასთან ერთად ჭკადუაშში ასევე მიმდინარეობს სანიაღვრეების...
დედაქალაქის მასშტაბით არსებული 62 უფასო სასადილოთი, დღეის მდგომარეობით, 41 212 ბენეფიციარი სარგებლობს, - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მერიისა და წითელი ჯვრის კოორდინაციით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები ყოველდღიურად 1039 ოჯახს ემსახურებიან და მათთან საკვები მიაქვთ. „როგორც იცით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უფასო სასადილოებში აიკრძალა ადგილზე კვებით უზრუნველყოფა. ყველა ბენეფიციარს მიეცემა...
კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე კუს ტბამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა. ამის შესახებ განცხადებას კუს ტბის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, ხალხის ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არ იცავდა სიცუალურ დისტანციას. "ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას. იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა,...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, მედიკოსებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ. „მედიკოსები ყველა მოსახლის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში მოქალაქეების გადაყვანა მარნეულის ჰოსპიტალში განხორციელდება. ოჯახის წევრები კი მოექცევიან მკაცრ თვითიზოლაციაში. აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა სოფელ ნახიდურში უკვე შეამოწმეს მარნეულში COVID-19-ით ინფიცირებულ მოქალაქესთან შემხებლობაში...
დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! - ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი დაიწყო. პროექტის - #უსმინეთბილისს ფარგლებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები თუ მომღერლები, თბილისის მერიის სოციალურ ქსელში ონლაინ კონცერტებს გამართავენ. პროექტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიაწოდა. მისი თქმით, დღეიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ