ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ქუთაისის მერიის ცნობით, სკვერში გაკეთდა მცირე ზომის სპორტული მოედანი ფრენბურთის ბადით და კალათბურთის ფარებით. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სკვერში, დაირგო დეკორატიული ხე-მცენარეები, დაიდგა ფანჩატური, ძელსკამები და ურნები. ერთიან კომპლექსში მოექცა ადგილზე აქამდე არსებული ღია სავარჯიშო მოედანი.
ცნობისთვის, სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა, რაზეც 138787 ლარი დაიხარჯა. 2020 წელს ქუთაისში სულ 10 სკვერი გაკეთდება.