ოზურგეთში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საკვები სახლებში მიუტანეს

482

ოზურგეთში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საკვები სახლებში მიუტანეს.

“ბენეფიციარებისთვის, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან, სახლში მიტანის სერვისი ამოქმედდა. დანარჩენები კი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარ შეძლებენ ადგილზე კვებას, თუმცა ყველა წესისა და ჰიგიენური ნორმების დაცვით ისარგებლებენ საკვების გატანის სერვისით. მათ მიეწოდებათ, როგორც მზა, ასევე, სხვა საკვები პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული“, – აცხადებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.